დღეს - 26 მარ
მოლარე-ოპერატორი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    გაყიდვები ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელ "გორგიას" შვილობილი კომპანია „ავტო ინვესტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაწერილი რეალიზაციაზე გასავლის გაკეთება;
  • წუნდებული პროდუქციაზე აქტების მომზადება;
  • გადაადგილებების შექმნა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • რომელიმე უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!
გაყიდვები
ნაღდი ფულის დამუშავება და გაყიდვის პუნქტი
ნახვები
უნიკალური ნახვები