დღეს - 26 მარ
ვიპ
მებაღე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა მებაღეობა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სოფლის მეურნეობა მებაღეობა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    დასვენება და მოგზაურობა სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
დამსაქმებელი: შპს თაბორი რიზორთსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
პოზიცია: მებაღე (ტროპიკული მცენარეების ბაღი)
თაბორი რიზორთსი აცხადებს ვაკანსიას სწავლული მებაღის პოზიციაზე, ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების ზამთრის/დახურულ ბაღში სამუშაოდ.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეების მოვლა და მათი ნორმალური განვითარების უზრუნველყოფა (მორწყვა, გასხვლა, გამოკვება, ფორმირება)
  • არსებულ მცენარეთა ბიოლოგიის და მოვლის თავისებურებების, აგროტექნიკის შესახებ ინფორმაციის მოძიება, დოკუმენტირება და მოვლის ღონისძიებების კალენდარული გეგმის შემუშავება
  • ნიადაგის მდგომარეობის კონტროლი და გაუმჯობესება
  • სასუქებისა და მცენარეთა მოვლის/დაცვის საშუალებების მართებული შერჩევა და სწორად გამოყენება
  • მავნებლებისა და დაავადებების დროული იდენტიფიცირება და მართვა
  • მცენარეების გადარგვა და აკლიმატიზაციის პროცესის უზრუნველყოფა
  • სარწყავი სისტემების მონიტორინგი და გამართული ფუნქციონირების კონტროლი
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დახურული გრუნტის პირობებში ტროპიკული ან სუბტროპიკული მცენარეების მოვლის 3-5 წლიანი გამოცდილება
  • მებაღეობის სფეროში უმაღლესი ან პროფესიული განათლება (აგრონომიული, ბიოლოგიური ან მონათესავე მიმართულებით)
  • უცხო ენების ცოდნა: რუსული სრულყოფილად, სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
  • მცენარეთა სტაბილური განვითარებისათვის აუცილებელი მიკროკლიმატის მართვის პრინციპების ცოდნა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება)
  • სარწყავი სისტემების ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • სარეკომენდაციო წერილი (სასურველია)

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა
  • პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სამუშაო გარემო

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სოფლის მეურნეობა
მებაღეობა
ნახვები
უნიკალური ნახვები