24 თებ - 25 მარ
უმცროსი ინტერიერის დიზაინერი
რუსთავი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი სამშენებლო ინტერიერის დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
    სამშენებლო ინტერიერის დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ინგლისური,რუსული,ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის რეალიზაციის გაზრდა და გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებზე მორგებული ინდივიდუალური 3D დიზაინის პროგრამული გადაწყვეტების განვითარება;
  • ფართობისა და მოცულობის გაანგარიშება, ფერთა კომბინაციების ოპტიმალური შერჩევა და პროექტის სრულყოფილი ვიზუალური დამუშავება.
  • მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, კატალოგში პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა/შეთავაზება;
  • ჰიპერმარკეტში მოქმედი შესაბამისი პროცესების, სერვისების და აქციების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
  • მომხმარებლის სურვილების, რეკომენდაციების ჩანიშვნა და ვაიზერისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების/აქციების განხორციელება;
  • საჭიროებისამებრ სხვა რელევანტური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ინტერიერის დიზაინის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გაყიდვებთან ან კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით (სასურველია).
  • Archicad, Lumion, Photoshop ან/და 3D max პროგრამების ცოდნა (სასურველია);
  • ქართული, ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
სამშენებლო
ინტერიერის დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები