24 თებ - 25 მარ
E კატეგორიის მძღოლი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი სატვირთო ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ლოგისტიკა / ტრანსპორტი სატვირთო ავტომობილის მართვა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია"აცხადებს ვაკანსიას E კატეგორიის მძღოლის პოზიციაზე,თბილისში, სარაჯიშვილის ფილიალში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • კვებას.
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაწერილ მარშრუტებზე შკვეთების დროული მიწოდება;
  • Eკატეგორიის ავტომობილის მართვა, ფილიალებში, საწყობებში პროდუქციის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • მიწოდების პროცესში პროდუქციის და აღჭურვილობის უსაფრთხოების დაცვა;
  • პროდუქციის და აღჭურვილობის გადაზიდვა ზედნადების შესაბამისად;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • E კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ავტომობილის მოვლის საბაზისო ცოდნა და გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები