24 თებ - 25 მარ
სტარტი
მიმღების სუპერვაიზერი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@kvarelilake.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,საცხოვრებლის უზრუნველყოფა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- ენები: ქართული
სასტუმრო კომპლექსი “ ყვარლის ტბა“ მდებარეობს საქართველოში, კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში. ეს არის უნიკალური ადგილი, რომელიც გთავაზობთ მშვიდ გარემოს, ბუნების საოცარ სილამაზეს და მაღალი კლასის სერვისს.
სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს კომფორტსა და თანამედროვეობას. სტუმრებს ვთავაზობთ უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც აერთიანებს 100 ნომერს, ბარ-რესტორნებს, ქართულ და ევროპულ სამზარეულოს,თანამედროვე საკონფერენციო დარბაზებს, სპას და განტვირთვის ზონებს, ველობილიკებს, ღია და დახურულ აუზებს, გამაჯანსაღებელ და გასართობ სივრცეებს.
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გთავაზობთ საინტერესო შესაძლებლობებს ტურიზმის, მომსახურებისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში. ჩვენ ვაფასებთ პროფესიონალიზმს, გუნდურობას და განვითარების მუდმივ სურვილს.
გამოიყენეთ შანსი და გახდით “ყვარლის ტბის” წარმატებული ისტორიის ნაწილი!
ვაკანსია: Front Office Supervisor / მიმღების სუპერვაიზერი
სამუშაო ადგილი - ქ.ყვარელი
სამუშაო გრაფიკი - დინამიური ცვლები (არ მოიცავს ღამის ცვლას)
სასტუმრო ყვარლის ტბა გთავაზობთ Front Office Supervisor / მიმღების სუპერვაიზერის პოზიციას კანდიდატებისთვის, რომლებიც გამოირჩევიან ეფექტური კომუნიკაციისა და ლიდერული უნარებით, ფლობენ გუნდური მართვის გამოცდილებას და ორიენტირებულნი არიან სტუმართა მაღალი ხარისხის მომსახურებაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას და კვებას;
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- მიმღების ყოველდღიური ცვლის კოორდინირება და გუნდის მართვა;
- სტუმრებისთვის დროული, ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების უზრუნველყოფა;
- რეზერვაციების მიღება, ოთახების სტატუსისა და მზადყოფნის კონტროლი;
- შემოსული სატელეფონო ზარების ეფექტური მართვა და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- ფულადი ოპერაციების და ანგარიშების კონტროლი;
- პრობლემური სიტუაციების სწრაფი მოგვარება და პოზიტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სუპერვაიზერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- უცხო ენების ცოდნა.
- პროგრამა Fidelio - ში მუშაობის გამოცდილება;
თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: ელექტრონულ მისამართზე hr@kvarelilake.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ყვარლის ტბა გისურვებთ წარმატებას!
გაყიდვები
ზედამხედველობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
