დღეს - 24 მარ
ვიპ CV
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ჯანდაცვა
საავადმყოფო და ჯანდაცვა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: შპს “ჯეო ჰოსპიტალსის” სათავო ოფისი (საბურთალო, დელისის მეტროს მიმდებარედ);
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- საოპერაციო პროექტების ინიცირების, დაგეგმვის, განხორციელებისა და დახურვის პროცესის სრულყოფილი კოორდინაცია;
- სამშენებლო პროექტების სრული ციკლის მართვა;
- მშენებლობის შესრულების ხარისხის კონტროლი მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
- პროექტის მიზნების, მოცულობის (scope) და შედეგების (deliverables) განსაზღვრა;
- პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯების კონტროლი და ფინანსური დისციპლინის უზრუნველყოფა;
- შიდა და გარე სტეიკჰოლდერებთან (მენეჯმენტი, მომწოდებლები, კონტრაქტორები, პარტნიორები და სხვ.) მუდმივი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- შესრულების პროგრესის რეგულარული მონიტორინგი და ანგარიშგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან სხვა მომიჯნავე სფეროში;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება, ანგარიშგებისა და მონაცემთა დამუშავების უნარი; პროექტების დაგეგმვისა და მართვის მეთოდოლოგიების ცოდნა (მაგ: Agile, Scrum, Waterfall);
- ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფინანსური კონტროლის გამოცდილება;
- რისკების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, ანგარიშგებისა და მონაცემთა დამუშავების უნარი;
- სტეიკჰოლდერებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის მაღალი უნარი;
- MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ცოდნა;
- PMP, PRINCE2 ან სხვა შესაბამისი სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი
- გუნდის მართვის უნარი;
- პარტნიორობა(გუნდურობა, ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა).
- ლიდერული თვისებები და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ინიციატივიანობა და ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი
რას გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას მსხვილ და სტაბილურ კომპანიაში;
- მუშაობას მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში;
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და სტანდარტულ, ასევე დამატებით კორპორატიულ ბენეფიტებს;
- მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების მართვის შესაძლებლობას;
- ორგანიზაციულ პროცესებზე გავლენის მოხდენისა და ინიციატივების განხორციელების სივრცეს;
- დინამიკურ სამუშაო გარემოს და ღირებულ პროფესიულ გამოცდილებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)იდა სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ან და ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ანწერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელიშეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
ასევე, გაცნობებთ, რომ შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ თქვენ შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს შეინახავს 1 (ერთი) წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია განადგურდება. თქვენი პერსონალური მონაცემების მესამე პირებზე გადაცემა დაუშვებელია, აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 2
