შემდეგი
23 თებ - 24 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ბათუმში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.
"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- კვებას.
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის მერჩენდაიზინგის პრინციპების დაცვით განთავსება, ცვლილების დაგეგმვა და გადალაგების ორგანიზება;
- ახალი ბრენდის/პროდუქტის შემოტანის შემთხვევაში პროდუქციისთვის ადგილის განსაზღვრა, საჭიროების შემთხვევაში პრეზენტაცია და ინსტრუქციის შემუშავება;
- QR კოდების საშუალებით პროდუქციის განთავსების და სტენდის წყობის სიზუსტის კონტროლი;
- ყოველდღიური ხარვეზების რეპორტის პრეზენტაციის მომზადება და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ორგანიზება;
- სავაჭრო სივრცეში სარეკლამო მასალების და სავაჭრო ინვენტარის (შესაბამისი POS მასალები, სტელაჟები, კედლის პანელები, კალათები, საფირმო სტენდები, პრომო ზონა, სალაროები, ფასმაჩვენებლები და ა.შ.) შერჩევა, ბანერების, ნავიგაციების მოწყობის ორგანიზება;
- მარკეტინგული ღონისძიებების გათვალისწინებით სეზონურობის მიხედვით დარბაზის განლაგებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, სააქციო ზონების დაგეგმარება, შესაბამისი დეკორაციებისა და სპეციალური განლაგებების მოწყობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მერჩენდაიზინგის ან/და გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 6 თვიანი მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტურებული;
- ანალიტიკურად მოაზროვნე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მერჩენდაიზინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები