დღეს - 24 მარ
სტანდარტი
ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 2-დან 3 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრირება
    ბუღალტერია / ფინანსები ფინანსური მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
კლინიკური ლაბორატორია „ვისტამედი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ/დიღომი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
დაქვემდებარება: დირექტორი / გენერალური მენეჯერი

პოზიციის მიზანი
ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი პასუხისმგებელია ორგანიზაციის ფინანსური მართვის, ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციისა და ფინანსური კონტროლის სისტემის უზრუნველყოფაზე, კლინიკური ლაბორატორიის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და შესრულების კონტროლი;
  • შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი, ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
  • ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური);
  • ლაბორატორიის მომსახურებების თვითღირებულების (Costing) გაანგარიშება;
  • ხელშეკრულებების ფინანსური ნაწილის კონტროლი (პარტნიორები, მომწოდებლები, სადაზღვევო კომპანიები);
  • ესყიდვების ფინანსური დაგეგმვა და კონტროლი (რეაგენტები, სახარჯი მასალები, ტექნიკა);
  • სალაროსა და საბანკო ოპერაციების ზედამხედველობა;
  • საგადასახადო და ბუღალტრულ საკითხებზე კოორდინაცია ბუღალტერთან / აუდიტორთან;
  • ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და შიდა პროცედურების გაუმჯობესება;
  • ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება.
  • სახელფასო პოლიტიკის, ბონუსებისა და KPI სისტემის შემუშავება;
  • შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვა (Fraud prevention, Segregation of duties).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში;
  • მინიმუმ 2–3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ ან ადმინისტრაციულ მენეჯმენტში (სამედიცინო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ფინანსური ანალიზისა და ბიუჯეტირების პრაქტიკული გამოცდილება;
  • საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების (Excel, ფინანსური პროგრამები) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა

სასურველი კომპეტენციები
  • ლაბორატორიული პროცესების ფინანსური სპეციფიკის გაგება;
  • პროცესების ოპტიმიზაციის უნარი;
  • გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინეტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე : hrvistamedi@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : „ფინანსურ-ადმინისტრაციული მენეჯერი“.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრირება
ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები