დღეს - 24 მარ
ვიპ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Vacancy@realpalace.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (SDS) მენეჯმენტი, სხვა - ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (SDS) მენეჯმენტი, სხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):უძრავი ქონება
უძრავი ქონება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
Real Palace უძრავი ქონების დეველოპერია, რომელიც ბაზარზე ღირშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობებს 2011 წლიდან ქმნის.
ამ ეტაპზე გუნდში ვეძებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
ამ ეტაპზე გუნდში ვეძებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს.
ვეძებთ კვალიფიციურ კადრს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობასთან.
ფუნქციები
- პერსონალური მონაცემების დაცვის სტრატეგიული დოკუმენტების, პოლიტიკისა და შიდა ინსტრუქციების შემუშავება და დანერგვა;
- კომპანიის არსებული ხელშეკრულებების (როგორც კლიენტებთან, ისე თანამშრომლებთან) ანალიზი და მათი შესაბამისობაში მოყვანა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან;
- პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზებისთვის საჭირო პროცედურების მართვა: განცხადების ფორმების მომზადება (გამოთხოვა, გასწორება, წაშლა და ა.შ.) და პროცესის ზედამხედველობა;
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის კონსულტაციების გაწევა მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და უსაფრთხოების საკითხებზე;
- პერსონალურ მონაცემთა თაობაზე კომპანიაში შემოსული განცხადებებისა და პრეტენზიების სამართლებრივი ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან (საზედამხედველო ორგანო) ურთიერთობა: კომპანიის წარმომადგენლობა, კონსულტაციების მიღება, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
- თანამშრომლების ტრენინგი მონაცემთა დაცვის საკითხებზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სიღრმისეული ცოდნა;
- GDPR-ის (ევროკავშირის რეგულაცია) პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე ან იურისტად მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- კონფიდენციალობის დაცვის მაღალი სტანდარტი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Vacancy@realpalace.ge
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
უსაფრთხოების მონაცემთა ცხრილის (SDS) მენეჯმენტი,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
