შემდეგი
24 თებ - 26 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
საექთნო საქმე - ინდუსტრია / სფერო: განათლება
დაწყებითი/საშუალო განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 800
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, პროფესიული კოლეჯი
- საგანმანათლებლო პროგრამები: საექთნო საქმე
- ენები: ქართული
სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლა აცხადებს ვაკანსიას სკოლის ექთანის პოზიციაზე.
ანაზღაურება : 800 ლარი
საჯარო სკოლის ექთნის ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი სამედიცინო დახმარება: მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის საჭიროების შემთხვევაში პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა.
- ჯანმრთელობის მონიტორინგის დოკუმენტაცია: მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, სამედიცინო ბარათების წარმოება და ვაქცინაციის სტატუსის კონტროლი.
- სანიტარიულ-ჰიგიენური ზედამხედველობა: სკოლის შენობაში, სასადილოსა და საკლასო ოთახებში სანიტარიული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
- ინფექციების პრევენცია: ინფექციურ დაავადებათა გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარება და ეპიდსიტუაციის კონტროლი.
- პროფილაქტიკური მუშაობა: მოსწავლეებისა და პერსონალისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
- მედიკამენტების მართვა: სამედიცინო კაბინეტში არსებული პირველადი დახმარების საშუალებებისა და მედიკამენტების ჩამონათვალის, ვადებისა და შენახვის წესების კონტროლი.
ექთნის უფლებები:
- დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
- მოსთხოვოს სკოლის ადმინისტრაციას სანიტარიული ნორმების დარღვევის აღმოფხვრა.
- ინფორმაცია მიაწოდოს მშობლებს/კანონიერ წარმომადგენლებს მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
- უარი თქვას ისეთი მანიპულაციის შესრულებაზე, რომელიც სცილდება მისი კომპეტენციის ან ლიცენზიის ფარგლებს.
- სკოლის ექთანი ემორჩილება სკოლის ექიმს და მოქმედებს ექიმის დამხმარედ, რიგ შემთხვევებში კი დამოუკიდებლად, სკოლის შინაგანაწესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ მარტივი გამოხმარების “ ღილაკის საშუალებით.
სამედიცინო
საექთნო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
გაგზავნილი CV-ები 0