20 თებ - 28 თებ
სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, დიმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 598 45 45 63

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო სხვა
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ადმინისტრაციული ასისტირება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ქართული
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის აცხადებს ვაკანსიას: ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრის პედაგოგის ასისტენტი

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფ. ქვედა დიმი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის 19 თებერვლიდან
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით

სოციალური ინკლუზიის ცენტრი ემსახურება 6–დან 18 წელამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გამომუშავება/შენარჩუნება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პედაგოგის ასისტენტი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარების ხელშეწყობაზე.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის პედაგოგის ასისტენტრი შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი;
  • ბენეფიციართა ფუნქციური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარებისა და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • თითოეულ ბენეფიციარზე ინდივიდუალური განვითარების გეგმით დასახული ამოცანების განხორციელების პროცესში მონაწილეობა;
  • პედაგოგის დახმარება ინდივიდუალური და ჯგუფური ღონისძიებების ორგანიზების პროცესში;
  • ბენეფიციართა დახმარება კვების პროცესში;
  • ბენეფიციართა პირადი ჰიგიენის დაცვის ხელშეწყობა;
  • ტრანსპორტირების პროცესში ჩართვა;
  • ცენტრში წესრიგისა და სისუფთავის დაცვა;

სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი/ან პროფესიული განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (მედიცინა, პედაგოგიკა);
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
  • კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • შემოქმედებითი აზროვნება;
  • კეთილსინდისიერება;
  • შშმ ბავშვებთან/პირებთან მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები, მინიმუმ 2 პირის რეკომენდაცია (სასურველია დამქირავებლის მიერ გაცემული) ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com „თემაში“ მიუთითეთ პედაგოგის ასისტენტის ვაკანსია.
საბუთების მიღება წარმოებს 19 თებერვლიდან 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 598 45 45 63;
საკონტაქტო პირი: სოფიო კუპატაძე
ელ–ფოსტა: Contact.head.ge@gmail.com

კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას ორგანიზაციის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.

სამედიცინო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ადმინისტრაციული ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები