20 თებ - 22 მარ
სტანდარტი
მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა რეგისტრატურა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას: მომხმარებელთა ონლაინ რეგისტრაციის (ონბორდინგის) სპეციალისტის პოზიციაზე

სილქ ბანკის მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც სტაბილური ფინანსური ინსტიტუტისა, გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენი ბანკის თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ განსაკუთრებული მომსახურება, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო წარმატებული გახადოს საკუთარი საქმიანობა. სილქ ბანკის ხელშეწყობით, ბოლო წლების მანძილზე, შეიქმნა არაერთი ცნობილი ქართული ბრენდი, გაფართოვდა სხვადასხვა ადგილობრივი ბიზნესი.

შემოგვიერთდი, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი და გახდი ჩვენი დინამიური გუნდის ნაწილი!

ეს პოზიცია შენთვისაა იმ შემთხვევაში, თუ:
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათთან მუშაობა.
  • ხარ პასუხისმგებლიანი და შეგიძლია დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობა.
  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია მომხმარებლისთვის რთული პროცესების მარტივად ახსნა.
  • შეგიძლია პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა ოპერატიულად.
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული და მოგწონს სიახლეები.
  • სასურველია ფლობდე უცხო ენებს სასაუბრო დონეზე და კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე.

ძირითადი ფუნქციები:
  • მომხმარებლების იდენტიფიცირება, რომლებმაც ვერ დაასრულეს რეგისტრაცია აპლიკაციაში.
  • მათთან კომუნიკაცია და პრობლემის იდენტიფიცირება (ტექნიკური პრობლემა, ინფორმაციის ნაკლებობა და ა.შ.).
  • კითხვების დასმა (რა იყო რეგისტრაციის მიზანი, რა სირთულეს წააწყდნენ და ა.შ.) და შესაბამისი მხარდაჭერის გაწევა.
  • მიღებული უკუკავშირის დამუშავება და დოკუმენტირება, პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში.
  • გუნდის წევრებთან და სხვა განყოფილებებთან თანამშრომლობა პროცესის გაუმჯობესებისთვის.

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემო.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი და ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობა.

სამუშაო ადგილი:
თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი #2

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/iuAhfzJ

წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
რეგისტრატურა
ნახვები
უნიკალური ნახვები