19 თებ - 20 მარ
ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) ექიმი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო პედიატრია, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    სამედიცინო პედიატრია, სხვა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
სს „ვიანი“ – ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის (PER) ექიმის ვაკანსიას.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8
გრაფიკი: 16 და 24 სთ მორიგეობა.

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტის სწრაფი და ეფექტური შეფასება, მდგომარეობის ტრაიაჟი ასაკის შესაბამისი პროტოკოლების მიხედვით;
  • სიცოცხლის მაჩვენებლების სტაბილიზაცია, მათ შორის ჟანგბადის მიწოდება, სითხეების რესუსციტაცია;
  • გადაუდებელი მდგომარეობების მართვა, როგორიცაა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, მწვავე გასტროენტერიტი დეჰიდრატაციით, სტატუს ეპილეპტიკუსი, ანაფილაქსია, ასთმის გამწვავება, ტრავმა და ინტოქსიკაციები;
  • ტკივილის მართვა, სედაცია და ანალგეზია ასაკის შესაბამისად;
  • მშობლებთან და მეურვეებთან ეფექტური კომუნიკაცია: მდგომარეობის ახსნა, სიმპტომების მონიტორინგი და გაწერის ინსტრუქციების გაცემა;
  • სხვადასხვა სპეციალისტებთან კოორდინაცია და პაციენტის საჭირო განყოფილებაში გადაყვანა;
  • კლინიკური ჩანაწერების სრულყოფილი დოკუმენტირება პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად;
  • უშუალო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სერტიფიკატი ბავშვთა გადაუდებელ მედიცინაში;

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“);
  • თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას;
  • „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს;
  • „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
სამედიცინო
პედიატრია,
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები