18 თებ - 19 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ინგლისური
თიბისი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი - საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა
თბილისი, საქართველო
თანამშრომლები ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობენ
სტაჟირება
მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: სრული განაკვეთი
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.
ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერა
შენ, იქნები გუნდის წევრი, რომელიც:
მუშაობს საბარათე პროდუქტებისა და ლოიალობის პროგრამების განვითარებაზე, მართავს სხვადასხვა კამპანიებისა და აქციების დაგეგმვას / ანალიზს, სწავლობს მომხმარებელთა საჭიროებებს და უზრუნველყოფს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინსაითების დამუშავებას. მონაცემთა ანალიზის საფუძველზე კი მუშაობს გაყიდვების სტრატეგიაზე, რათა განავითაროს კომპანიის პროდუქტები და გაზარდოს კამპანიების ეფექტურობა.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- გაეცნობი და დეტალურად შეისწავლი საბარათე ბიზნესისა და ლოალობის მიმართულების პროდუქტებს;
- განახორციელებ შიდა საკომუნიკაციო არხებზე მიღებული საკითხების განხილვას, პირველად ანალიზსა და უკუკავშირს;
- Მონაწილეობას მიიღებ, სხვადასხვა სეგმენტის (Mass, Youth) აქციების ეფექტურობის შეფასებასა და შედეგების გაანალიზებაში;
- იმუშავებ პროდუქტებთან დაკავშირებული ქეისების ანალიზზე;
- ფილიალში ვიზიტებისას მოაგროვებ მნიშვნელოვან ინსაითებს და დაეხმარები გუნდს სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში;
- გააანალიზებ კამპანიების შედეგებს და მონაწილეობას მიიღებ გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების პროცესში;
- ჩაერთვები კვარტლის მასშტაბური აქციების ტექნიკურ გამართვასა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა გუნდებთან კოორდინაციაში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- ხარ ბაკალავრის მე-3, მე-4 კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული ბიზნეს ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
- ხარ დინამიური და გსურს ასეთივე გარემოში მუშაობა;
- გაქვს კომუნიკაციის კარგი უნარი ;
- ხარ დეტალებზე ორიენტირებული;
- არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
- ფლობ ინგლისურ ენას;
- ფლობ MS Office პროგრამებს (Excel, Word, PowerPoint), პრიორიტეტულია Excel.
განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/xfg6L
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
საბანკო
მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო საქმე
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

