18 თებ - 05 მარ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა, კლიენტთა მომსახურება - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2700
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- ენები: ქართული
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი სამუშაო ადგილი: ქუთაისი
პასუხისმგებლობის არეალი: დასავლეთ საქართველო (აჭარის ჩათვლით)
ანაზღაურება: 2700 ლარი
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე - ადამიანისთვის, ვინც აიღებს პასუხისმგებლობას დასავლეთ საქართველოს (აჭარის ჩათვლით) რეგიონში მიმდინარე ოპერაციებზე და უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის სისტემურ და სტაბილურ კონტროლს.
პოზიციის შესახებ
მომსახურების მენეჯერი არის პროცესების ხელმძღვანელი რეგიონში. მისი პასუხისმგებლობაა ხარისხის ადგილზე კონტროლი, გუნდის მართვა და მომსახურების სტანდარტის უზრუნველყოფა. პოზიცია ითვალისწინებს მუდმივ გადაადგილებას ობიექტებს შორის და პროცესების ადგილზე მართვას.
რას გააკეთებთ ყოველდღიურად
- შეამოწმებთ სისუფთავის ხარისხს წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად
- უხელმძღვანელებთ დაქვემდებარებულ თანამშრომლებს და შეაფასებთ შესრულებულ სამუშაოს
- ოპერატიულად მოახდენთ რეაგირებას კლიენტის შენიშვნებსა და პრობლემებზე
- უზრუნველყოფთ მომსახურების მიწოდებას შეთანხმებული ვადებისა და სტანდარტების დაცვით
- ორგანიზებას გაუწევთ ობიექტების მომარაგებას საჭირო ინვენტარითა და მასალებით
- აწარმოებთ შესაბამის დოკუმენტაციას (აქტები, ინვოისები და სხვა)
- აკონტროლებთ უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის პროცედურების დაცვას
წარმატებით გაართმევთ თავს სამუშაოს, თუ:
- გაქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- გიმართავთ გუნდი და გქონიათ პროცესებზე პასუხისმგებლობა
- შეგიძლიათ პრობლემის იდენტიფიცირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტა
- ფლობთ საოფისე პროგრამებს (Word, Excel, Outlook)
- გაქვთ ავტომობილის მართვის გამოცდილება
- მზად ხართ ხშირი გადაადგილებისთვის დასავლეთ საქართველოს რეგიონში (აჭარის ჩათვლით)
- დასუფთავების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები
- პასუხისმგებლობის არეალი: დასავლეთ საქართველო (აჭარის ჩათვლით)
- ხშირი მივლინებები რეგიონებში
- საკუთარი ავტომობილით მუშაობის შემთხვევაში - საწვავისა და ცვეთის ხარჯების ანაზღაურება
- სამუშაო გრაფიკი: 8 საათი დღეში | თვეში 22 სამუშაო დღე
განაცხადის წარდგენა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: https://cleanworld.selfrecruit.ge/s/iqiWt და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე 5 მარტამდე.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა,
კლიენტთა მომსახურება
ნახვები
უნიკალური ნახვები
