17 თებ - 05 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
მშენებლობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ ციფრული ტრანსფორმაციის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:
- ბიზნესის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის განსაზღვრა, შემუშავება და განხორციელება;
- ციფრული პროდუქტების და ტექნოლოგიების კუთხით არსებული ტენდენციების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მიდგომების შესწავლა და მათი დანერგვის შესაძლებლობის შეფასება;
- სამომხმარებლო ქცევის და მომხმარებლების უკუკავშირის ანალიზი კომპანიაში არსებული სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე;
- მომხმარებლის მიზნებისა და საჭიროებების განსაზღვრა და ბიზნეს მოთხოვნებად გარდაქმნა;
- ბაზრის ცვლილებებისა და ტენდენციების სისტემატური ანალიზი, ახალი შესაძლებლობის იდენტიფიცირების მიზნით;
- ახალი ციფრული პროექტების კონცეფციის შემუშავება, დეტალური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია
- პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა და კომერციული მომგებიანობის ანალიზის მომზადება;
- პროექტის განვითარების ხედვის, მიზნებისა და ამოცანების დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება;
- დამტკიცებული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
- ახალი ციფრული პროდუქტის გაიდლაინების შექმნა და თანამშრომლებისთვის შესაბამისი ტრენინგების უზრუნველყოფა;
- ციფრული პროდუქტების ტესტირებისა და მომხმარებლებში მოთხოვნების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი კვლევების ინიცირება, დაგეგმვა და განხორციელება;
- ციფრული პროდუქტების მოხმარების ამსახველი რეპორტების შემუშავება;
- შედეგების მუდმივი მონიტორინგი, ბიზნეს მოდელთან პროდუქტის განვითარების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- ციფრული პროექტების განვითარებაში ჩართული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების კოორდინაცია;
- სფეროს განვითარების იდეების გენერირება, ქართულ და არაქართულ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური და ციფრული ინოვაციების შესახებ პრეზენტაციების მოამზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების/მარკეტინგის/ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- ბიზნესის განვითარების, პროდუქტის განვითარებისა და პროექტების მართვის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია Agile მეთოდოლოგიით მუშაობის გამოცდილება;
- სამუშაო გამოცდილება IT პროექტების, ქსელური და მობილური აპლიკაციების განვითარების კუთხით ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 5 მარტის ჩათვლით:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ციფრული მარკეტინგი
ნახვები
უნიკალური ნახვები
