16 თებ - 02 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: შეფასება/ექსპერტიზა
ძვირფასი ლითონების შეფასება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.
სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სალომბარდო საქმიანობის დეპარტამენტიაცხადებს ვაკანსიას მიმღებ-შემფასებლის პოზიციაზე ქ. თბილისში.
აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ:
- შეაფასებ ძვირფას ლითონებსა და ქვებს და გააფორმებ შესაბამის სესხს;
- გირაოს ნივთებს დაუბრუნებ მსესხებელს;
- განახორციელებ თანხის კონვერტაციასა და მიიღებ გზავნილებს;
- გაგზავნი შეტყობინებებს მსესხებლებთან;
- გაყიდვების გაზრდის მიზნით განახორციელებ შესაბამის ღონისძიებებს.
ჩვენ გთავაზობთ:
- თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებიც დაგეხმარება, განივითარო პიროვნული უნარები და მიიღო საბაზისო ცოდნა საბანკო-სალომბარდე პროდუქტებისა და პროცესების შესახებ;
- კომფორტულ სამუშაო სივრცეს და ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ ბონუსს (გამომუშავებით);
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა საქართველოს ბანკის მასშტაბით.
- ჩვენთვის მნიშვნელოვანია შენი კვალიფიკაცია:
განათლება:
- სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მარკეტინგი, მენეჯმენტი);
- სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტ–შემფასებლის საკვალიფიკაციო სერტიფიკატი
სამუშაო გამოცდილება:
- სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება.
- აუცილებელი ცოდნა და უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარები;
- კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები – აზრის ნათლად და ლოგიკურად გამოხატვის უნარი წერით და ზეპირად;
- დეტალებზე ორიენტირება, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა.
- გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 2 მარტი 2026.
შეფასება/ექსპერტიზა
ძვირფასი ლითონების შეფასება
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში

