16 თებ - 17 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები, ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები, ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
დაზღვევა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" საქართველოს სადაზღვევო სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც უკვე 20 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე როგორც საცალო, ასევე, კორპორაციული დაზღვევის მიმართულებით. "ირაო" ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია. დღეისათვის ჩვენი გუნდი აერთიანებს 300 თანამშრომელს თბილისისა და რეგიონების ოფისებში.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 09:30 – 18:30
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინტერნეტ ბანკში გადარიცხვების მომზადება, შესრულება და კონტროლი (სხვადასხვა ვალუტაში), დადგენილი ლიმიტებისა და ორდონიანი კონტროლის დაცვით;
- ვალუტის კონვერტაციების განხორციელება და დეპოზიტებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
- სალაროს ოპერაციების წარმოება;
- ხელშეკრულებების მიხედვით რეგულარული გადარიცხვების შესრულება და კონტროლი;
- საბიუჯეტო ოპერაციების შესრულება შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე;
- სამედიცინო და არასამედიცინო ზარალების ატვირთვა სადაზღვევო პროგრამაში.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საბანკო / სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა;
- სასურველია SAP-ის პროგრამის ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/mt7z5XJc
ირაო გისურვებთ წარმატებას!
ბუღალტერია / ფინანსები
სალარო ოპერაციები,
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები
