შემდეგი
13 თებ - 06 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პრობლემური სესხის ოფიცერი (WOF) ბათუმში
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
- პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს;
- პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას:
- გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.
სამუშაოს აღწერა:
- ორგანიზაციის პოლიტიკის შესაბამისად ჩამოწერილი პრობლემური სესხების მქონე მსესხებლებთან და მათ თავდებებთან/გარანტორებთან გასაუბრების ჩატარება;
- ჩამოწერილი პრობლემური სესხების მოგვარებაზე ზრუნვა;
- საქმიანობის კოორდინირება პრობლემური აქტივების მართვის უმცროს იურისტთან და საჭიროების შემთხვევაში, რეგიონალურ იურისტთან;
- სესხების დაფარვისათვის მაქსიმალური ძალისხმევის გაღება, პრობლემურ მსესხებელებთან და თავდებებთან ვიზიტებზე სიარული, სატელეფონო ზარების განხორციელება, რთულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- პერიოდულად ვიზიტების განხორციელება კლიენტებთან საცხოვრებლის მიხედვით;
- ჩატარებული სამუშაოების შედეგების წარდგენა და რეპორტინგი პრობლემური სესხის მენეჯერთან (WOF);
- ჩამოწერილი პრობლემური სესხების პორტფელის ფილიალის აქტიური სესხების >180 დღიანი ჩამოწერილი სესხების მართვა კლიენტებთან, თავდებებთან, გარანტორებთან პირისპირ გასაუბრებით, სატელეფონო ზარებით, ადგილზე ვიზიტებით, წერილობითი შეტყობინებების ჩაბარებით და სხვა კანონიერი ქმედებებით. პრობლემური სესხის ოფიცერს (WOF) ევალება კლიენტისა და თავდების ყველა ახალი მონაცემის ჩასწორება (თუ იქნება ამის გაკეთების ტექნიკური შესაძლებლობა).
- გამარტივებული წესით საქმისწარმოებაში ჩართულობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ეკონომიკური განათლება)
- სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული უნარ-ჩვევები (საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე);
- ლოგიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოებისა და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- სტრესულ სიტუციებში მუშაობის უნარი;
- მოქნილი სამუშაო საათების მიმართ;
- პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა , 6 მარტი 2026 წელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე
CV“ ღილაკის საშუალებით.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
საბანკო
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები