შემდეგი
13 თებ - 07 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 2-დან 3 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვაფილიალის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე -შიდა აუდიტორი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
- გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
სამუშაოს აღწერა:
- ბანკის პროცესების აუდიტის განხორციელება დამტკიცებული აუდიტის გეგმის შესაბამისად;
- შიდა კონტროლის სისტემების შეფასება, სისუსტეების იდენტიფიცირება და რისკების ანალიზი;
- საკრედიტო, საოპერაციო, საბარათე, ციფრული და სხვა ბიზნეს პროცესების შეფასება;
- რეგულაციებთან და შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის შემოწმება;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადება და მტკიცებულებების შეგროვება;
- აუდიტის ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების შემუშავება;
- რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი (Follow-up პროცესი);
- მონაცემთა ანალიზი და პროცესებში შესაძლო თაღლითობის რისკების იდენტიფიცირება;
- აუდიტის ფარგლებში თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტებთან;
- საჭიროების შემთხვევაში სპეციალური/არაგეგმიური დავალებების შესრულება.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება;
- საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია საკრედიტო, საოპერაციო, საბარათე ან ციფრული პროცესების, რისკების მართვის, შესაბამისობის ან შიდა აუდიტის მიმართულებით);
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა (საკრედიტო პროცესი, დეპოზიტები, სალარო ოპერაციები, გადარიცხვები და სხვა);
- ანალიტიკური აზროვნება და რისკების იდენტიფიცირების უნარი;
- MS Office პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის და SQL-ის კარგად ფლობა ან მოკლე პერიოდში მათი ათვისების შესაძლებლობა
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის მაღალი უნარები;
- დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ეთიკის სტანდარტების დაცვა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა : 6 მარტი, 2026 წელი
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
საბანკო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ფილიალის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები