11 თებ - 13 მარ
ბინაზე მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ააიპ „პირველი ნაბიჯი საქართველო“ აცხადებს ვაკანსიას ბინაზე მოვლის პროგრამის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.
„პირველი ნაბიჯი“ ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი

განვითარების სპეციალისტი ხელს უწყობს ბენეფიციარების სოციალურ ინტეგრაციას და თანამშრომლობს ბინაზე მოვლის პროგრამის მულტიდისციპლინურ გუნდთან (ფსიქოლოგი, პედიატრი, ფიზიკური თერაპევტი).
იგი ბინაზე ახორციელებს ვიზიტებს და მომსახურებას უწევს მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს.

განვითარების სპეციალისტი მულტიგუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს:
  • მოსარგებლის შეფასებას და ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებას/განხორციელებას;
  • მოსარგებლთა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვითარების ხელშეწყობას;
  • მოსარგებლის და ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას და მხარდაჭერას;
  • ბავშვის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით საჭირო უნარების განვითარებას და პოზიტიური ქცევის მხარდაჭერას;
  • ბავშვის და ოჯახის წევრების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

ცოდნა, კვალიფიკაცია
  • ბაკალავრი განათლების, სპეციალური განათლების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
  • სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;

უნარები და თვისებები:
  • ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.

სამუშაო დატვირთვა: გრაფიკი და განაკვეთი შეთანხმებით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 11 მარტი.
გთხოვთ მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
ნახვები
უნიკალური ნახვები