შემდეგი
11 თებ - 12 მარ
AML შესაბამისობის ოფიცერი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ზუგდიდი
ქუთაისი
საქართველოს მასშტაბით
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა საბანკო სხვა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა საბანკოსხვა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალი“ ეძებს AML შესაბამისობის ოფიცერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსური მონიტორინგის პროცესების მართვაზე, რისკების შეფასებასა და კომპანიის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე.
ლოკაცია: ზუგდიდი ან ქუთაისი, ასევე შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობა საქართველოს ნებისმიერი ლოკაციიდან. შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც.
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საჭირო უნარ-ჩვევები:
ლოკაცია: ზუგდიდი ან ქუთაისი, ასევე შესაძლებელია დისტანციური თანამშრომლობა საქართველოს ნებისმიერი ლოკაციიდან. შეთანხმების შემთხვევაში, შესაძლებელია ნახევარ განაკვეთზე მუშაობაც.
ძირითადი მოვალეობები:
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული მონიტორინგის პროცესის ორგანიზება;
- მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგებების წარდგენა საქ. ფინანსური მონიტორინგის სამსახურში;
- საქართველოს ეროვნული ბანკის და სხვა მაკონტროლებელი ორგანოების მიერ მოთხოვნილი ყოველთვიური, კვარტალური და ნახევარწლიური ანგარიშგებების შედგენაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საკითხების შესაბამისად;
- შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების AML კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- პროდუქტებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პონტეციური რისკების იდენტიფიკაცია;
- მარეგულირებლის მოთხოვნებისა და გამოვლენილი სისუსტეების მართვა;
- მიმდინარე ფინანსური ტრანზაქციების დადგენილი პროცედურების შესაბამისად განხორციელებაზე მონიტორინგი;
- AML-თან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება შიდა და გარე სტრუქტურებისთვის;
- თანამშრომლებისთვის AML ტრენინგების ორგანიზება;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
- AML შესაბამისობის სფეროში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
- აუცილებელია MS Excel-ის სრულყოფილად ცოდნა. MS Excel-ში მონაცემების დამუშავების უნარი;
- ძირითადი ბუღალტრული გატარებების და პრინციპების ცოდნა;
- ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული კომუნიკაციის დონეზე;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ძლიერი ლოგიკური, მათემატიკური და ანალიტიკური უნარები;
- დეტალებზე ორიენტაცია, ხარისხი და სიზუსტე;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
ბუღალტერია / ფინანსები
ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) შესაბამისობა
საბანკო
სხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები