10 თებ - 03 მარ
ემიგრანტების ბანკირი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    საბანკო მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ემიგრანტების ბანკირი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

პოზიციის მიზანი:
  • ემიგრანტების ბანკირი პასუხისმგებელია მიზნობრივ სეგმენტზე მომსახურების გაყიდვაზე, საკრედიტო და საანაბრე პორტფელის შექმნასა და მართვაზე. კლიენტებისთვის მაღალი სტანდარტების მომსახურების გაწევაზე.

ძირითადი ფუნქციები:
  • შემომავალი ვიდეო ზარების მიღება/დამუშავება და მომხმარებელთა მომსახურება სტანდარტების და ვიდეო ბანკის პოლიტიკის დაცვით;
  • მომხმარებლებისათვის სრულყოფილად ინფორმაციის მიწოდება და კონსულტირება ბანკის სერვისებისა და პროცედურების შესახებ;
  • კლიენტებთან კომუნიკაცია სატელეფონო და ვიდეო ზარის მეშვეობით;
  • მომხმარებელთა მომსახურება კრედო ბანკის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • მომხმარებლების სრულფასოვანი ინფორმირება მათი არსებული პროდუქტების შესახებ;
  • მომხმარებლების უკმაყოფილო მიზეზით მომართვის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება, მომხმარებელთა საჩივრების მართვის პოლიტიკის შესაბამისად მოქმედება და/ან დახმარების გაწევა, კომპეტენციის ფარგლებში;
  • პროცედურის დარღვევების/ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, დროული რეაგირება და შესაბამისი დეპარტამენტების/პირების ინფორმირება;
  • პოტენციური მომხმარებელთათვის საბანკო პროდუქტების გაცნობა, გაყიდვისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის მიზნით;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
  • მომხმარებლების დაინტერესება კრედო ბანკის პროდუქტებითა და მომსახურებით, მათთვის განაცხადის რეგისტრირება;
  • დასახული გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;

კლიენტებისთვის კონსულტაციის გაწევა და ინსტრუქციის მიცემა შემდგომ საკითხებთან მიმართებაში:
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან და სესხის დაფარვასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინსტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება; ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები: სპეციფიური პასუხისმგებლობები
  • კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების, გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა

ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო სექტორში, გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Word, MS Excel  CSS-ში მუშაობის გამოცდილება ;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა ;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დასახული გეგმების შესრულებაზე ორიენტირებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • თვითმოტივირებული.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი, 2026 წელი.

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
საბანკო
მომხმარებელთა მომსახურების კონსულტაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები