შემდეგი
06 თებ - 07 მარ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ფასდაკლებები ჩვენს ან პარტნიორ კომპანიებში,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისებისაყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG - ენები: ქართული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან."გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.
ბენეფიტები:
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
- თანამშრომლის ფასდაკლებას;
- კვებას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ჰიპერმარკეტების, საწყობების და სხვა შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობა, კაპიტალური შეკეთების, მშენებლობა რემონტის და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, საქმეთა წარმოება, ზედამხედველობა;
- სავაჭრო სივრცეში სასაწყობო ინვენტარისა თუ დეკორაციების მოწყობის ორგანიზება;
- შენობა-ნაგებობების მოვლა პატრონობის, მშენებლობა, რემონტის განსახორციელებლად მასალებისა ან/და მომსახურების შესყიდვისთვის აუცილებელი მონაცემების შეკრება და შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
- დაგეგმილ სამუშაოთა წარმოებისთვის შემსრულებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
- სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და მიმდინარე დანახარჯებთან შედარება;
- მასალებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა-ანგარიშსწორების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გისურვებთ წარმატებებს!
ინჟინერია
მექანიკური ინჟინერია
ნახვები
უნიკალური ნახვები