06 თებ - 27 თებ
ავტო სესხის ოფიცერი
ქუთაისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო საცალო სესხების მენეჯმენტი, სესხის წარმოშობა და მართვა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტო სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

კრედო ბანკი 26 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, ასამდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს”
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგი გუნდურობით და ერთმანეთის მხარდაჭერით მიიღწევა
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

სამუშაოს აღწერა:
  • კლიენტისთვის ავტო სესხის პირობებისა და პროდუქტის უპირატესობების გაცნობა;
  • ავტო-სატრანსპორტო საშუალების შეფასება;
  • პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული სრული ციკლის წარმოება:
  • რეკომენდაციის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • პრობლემურ კლიენტებთან კომუნიკაცია და ვადაგადაცილებული სესხების მართვა;

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 27 თებერვალი, 2026 წელი.

საბანკო
საცალო სესხების მენეჯმენტი,
სესხის წარმოშობა და მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები