23 თებ - 06 მარ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების მართვის უმცროსი მენეჯერის (ბათუმი) პოზიციაზე.
სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს.
დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge
მისამართი: ფარნავაზ მეფე ქუჩა 107-109, ბათუმი, საქართველო, 6000
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 18:00; შაბათი 10:00-14:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
- შემოსული ინფორმაციის დროული კონტროლისა და მასზე რეაგირების უზრუნველყოფა;
- ზარალების შესახებ ინფრომაციის შესაბამის ბაზაში შენახვის კონტროლი;
- განაცხადების პროგრამულად აღრიცხვის კონტროლი;
- ზარალის ანაზღაურებისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის ჩაბარების უზრუნველყოფა;
- დაზღვეულის იდენტიფიცირება, შემოსული ინფორმაციის სადაზღვევო დაფარვებთან შესაბამისობის დადგენა, დანიშნული კვლევებისა და მედიკამენტების შესაბამისობის დადგენა წარმოდგენილ დიაგნოზთან, ქვეყანაში მოქმედი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- მედიკამენტების ანაზღაურების შემთხვევაში დანიშნული მედიკამენტის ჯგუფის, რეგისტრაციის შემოწმება;
- სადაზღვევო ლიმიტების კონტროლი;
- ანაზღაურების ოქმის მომზადება;
- გადასარიცხი ფორმის მომზადება, შემდგომში რეესტრული აღრიცხვა და დღის ბოლოს სამსახურის უფროსთან გადაგზავნა;
- მიღებული ზარალის შესახებ გადაწყვეტილების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა;
- დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
რას ვითხოვთ:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სავალდებულოა მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე;
რას გთავაზობთ:
- საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
- მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
- ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
- პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ულიმიტო სასაუბრო დროს;
- გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off);
- კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას;
- დამატებით ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://hel-ai.com/apply/SizzHstd
გისურვებთ წარმატებას!
დაზღვევა
სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერა
ნახვები
უნიკალური ნახვები
