04 თებ - 06 მარ
გაყიდვების მენეჯერი ავტოლიზინგის გუნდში
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო ლიზინგის ღონისძიებები გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    საბანკო ლიზინგის ღონისძიებები
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ინგლისური
სს "თიბისი ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ავტოლიზინგის გუნდში.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • კონკურენტულ საბონუსე სქემას;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე.

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
  • გაყიდვების მიზნით კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • დაინტერესებული კლიენტების ბაზის შექმნა და კონტროლი;
  • კლიენტისთვის ლიზინგის პირობების გაცნობა და შეთავაზებების გაკეთება;
  • დაინტერესებული კლიენტებისგან საჭირო მონაცემების მიღება; მიღებული მონაცემების ხარისხის და შესაბამისობის კონტროლი;
  • განაცხადის მომზადება და პროექტის დამტკიცება რისკების მენეჯერთან;
  • პროექტის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების გავლა და დოკუმენტაციის გაფორმება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების სერვისი, მათი საჭიროებების მიხედვით კოორდინაცია განყოფილებებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.

დამატებითი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.

საბანკო
ლიზინგის ღონისძიებები
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები