03 თებ - 04 მარ
კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტი / ავეჯი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    შესყიდვები კატეგორიის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე ავეჯის მიმართულებით, თბილისში.

მე, ქეთევან ხუციშვილი, კატეგორიის მენეჯერი, ვმუშაობ გორგიაში 2019 წლიდან. ვაცხადებ ვაკანსიას შესყიდვების დეპარტამენტში, კატეგორიის შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე. კანდიდატს დავეხმარები მოლაპარაკების და სტრატეგიული აზროვნების უნარების განვითარებაში, შევასწავლი: შესყიდვებისთვის აუცილებელ ყველა ძირითად ტაქტიკას, 1C პროგრამაში შესაბამის მოდულში მუშაობას, ბაზრის ტენდენციებს და ფასების ანალიზს, ასორტიმენტის და მარაგების ეფექტურ მართვას.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • არსებული პორტფელის (სასაქონლო ჯგუფები) მართვა. ასორტიმენტის შესწავლა, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
  • არსებული და პოტენციური მომწოდებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება (როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო);
  • კონკურენტების ანალიზი და პერიოდული კონტროლი;
  • ახალი ბრენდების მოძიება/დამუშავება; პროდუქციის კატალოგის შექმნა-განახლება;
  • გაყიდვების ანალიტიკა და ნაშთების მონიტორინგი;
  • სასაქონლო ჯგუფის თვითღირებულების დამოკიდებულობის განსაზღვრა, ნედლეულის ფასის კონტროლი და მუდმივი მონიტორინგი;
  • სააქციო პოზიციების დაგეგმვა;
  • შესყიდვების პროცესის განხორციელება არსებული სტანდარტის მიხედვით.
  • შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წელი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • Microsoft Office 365, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანლიტიკური უნარი;
  • პროექტის მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

წარმატებებს გისურვებთ!

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
შესყიდვები
კატეგორიის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები