03 თებ - 04 მარ
კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი კორპორაციულ დეპარტამენტში
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტები სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საცალო ვაჭრობა სუპერმარკეტები
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული მიმართულებით შემდეგ სექციებში:
  • კერამიკული ფილა
  • ლაქ-საღებავი
  • ელექტროობა
  • ხელსაწყოები წვრილმანი მასალები
  • საყოფაცხოვრებო ავეჯი ტექნიკა
  • ჰენკელი
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ბაზრის შესწავლა, პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება;
  • კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა;
  • კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
  • შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინუმიმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „გაგზავნე CV“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები