Full announcement text
This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)
დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ ქმნის ახალ პოზიციას და ეძებს ოპერაციების კოორდინატორს, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების სპეციალისტების სამუშაო პროცესის ეფექტიან დაგეგმვას, ორგანიზებასა და კონტროლს.
თუ გაქვთ სამუშაო პროცესებისა და გუნდების კოორდინაციის გამოცდილება, გეხერხებათ დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანად განაწილება და ცვალებად სამუშაო გარემოში ამოცანების ორგანიზება, გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს.
სამუშაო პირობები:
სახელფასო დიაპაზონი: 1 800–2 500 ლარი (კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად).
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი;
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული;
სამუშაოს დაწყების სასურველი თარიღი: 2027 წლის იანვარი.
სამუშაო ჯგუფები საქმიანობენ როგორც დღის, ისე ღამის საათებში, კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პოზიცია საჭიროებს გადაუდებელ სამუშაო საკითხებზე არასამუშაო საათებშიც რეაგირებას, შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
რა იქნება თქვენი მთავარი ამოცანა?
თქვენი პასუხისმგებლობა იქნება დასუფთავების სპეციალისტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია, სამუშაო დროისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება, დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- გეგმიური და არაგეგმიური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების მონიტორინგი;
- სამუშაო ჯგუფების გრაფიკების შედგენა, დავალებების განაწილება და საჭიროების შემთხვევაში მათი გადანაწილება;
- სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, ტრანსპორტის, მასალებისა და დამატებითი სერვისების ორგანიზება შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით;
- სამუშაოების შესრულების ვადების, ხარისხისა და დახარჯული დროის კონტროლი;
- სამუშაო ჯგუფების საქმიანობის შეფასება, მოცდენების გამოვლენა და სამუშაო პროცესის ეფექტიანობის გაუმჯობესება;
- კლიენტებთან სამუშაო საკითხების შეთანხმება, უკუკავშირის მიღება და გამოვლენილ ხარვეზებზე რეაგირება;
- სტაჟიორების სამუშაო პროცესში ჩართვისა და ადაპტაციის კოორდინაცია;
- შესრულებული სამუშაოების, სამუშაო დროისა და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა და კონტროლი;
- სამუშაო დოკუმენტაციის, მონაცემთა ბაზებისა და ანგარიშგების ფორმების წარმოება.
რა დაგეხმარებათ სამუშაოს შესრულებაში:
- ოპერაციების, ლოჯისტიკის, მომსახურების ან სამუშაო ჯგუფების კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, კარგი ცოდნა;
- სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დიდი მოცულობის ინფორმაციის ორგანიზებისა და დამუშავების უნარი;
- დეტალების მიმართ ყურადღება და სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სამუშაო ვადების დაცვის უნარი;
- შეზღუდულ დროში ეფექტიანად მოქმედებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
- თანამშრომლებთან და კლიენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
სასურველია:
- სამუშაო ჯგუფების მართვის გამოცდილება;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ, გრძელვადიან დასაქმებას;
- ჰიბრიდული მუშაობის შესაძლებლობას;
- სამუშაოს ეტაპობრივად შესწავლას და ადაპტაციის პერიოდში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერას;
- სამუშაო პროცესების გაუმჯობესებასა და განვითარებაში უშუალო მონაწილეობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოთ თქვენი რეზიუმე 20 დეკემბრამდე: https://cleanworld.selfrecruit.ge/s/APXRF
Information about vacant position:
- Specialization/Specialty:
- Administration / Business Management
Coordination,Coordination of projects - Industry / Field:
- Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level:
- Mid-Level
- Schedule:
- Full-time
- Employment form:
- Fixed-term contract
- Work Location:
- On site
- Salary:
- Fixed 1800 - 2500
Employer requirement:
- Experience is mandatory:
- Experience from 2 years
- Specialization/Specialty(Mandatory):
- Administration / Business Management
Coordination,Coordination of projects - Industry / Field(Mandatory):
- Consumer Products and Services
Consumer Services - Seniority level:
- Mid-Level
- Education level(s):
- Bachelor, High School, Master, Doctor, College, Other
- Languages:
- Georgian
