Today - 24 Dec

Logistics Coordinator

Tbilisi

Full announcement text

This announcement is available only in Georgian language, please see the text below (You can also switch the site language from header language switcher)

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.

ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • ლოგისტიკის დეპარტამენტში დოკუმენტბრუნვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
  • ლოგისტიკის დეპარტამენტის საოპერაციო და ადმინისტრაციული პროცესების ეფექტურად წარმართვის კოორდინაცია;
  • დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია: შეხვედრების დაგეგმვა, დოკუმენტირება და რეპორტინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზების წარმოება და განახლება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა ტიპის ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება, მათ შორის ERP სისტემაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, პერიოდული ვიზიტები საწყობ(ებ)ში/ლოგისტიკურ ცენტრ(ებ)ში სამუშაო პროცესების ადგილზე დაკვირვებისა და შეფასების მიზნით;
  • საწყობებში ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
  • ერთ-ერთ პროექტში პროდუქტის ნაშთების კონტროლი, აღრიცხვა და პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • დოკუმენტებთან მუშაობისა და საქმიანი მიმოწერის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • MS Office;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები
  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

Information about vacant position:

Specialization/Specialty:
Administration / Business Management Coordination
Industry / Field:
Consumer Products and Services Food & Beverages
Seniority level:
Mid-Level
Schedule:
Full-time
Employment form:
Fixed-term contract
Work Location:
On site

Employer requirement:

Experience is mandatory:
Experience from 1 year
Specialization/Specialty(Mandatory):
Administration / Business Management Coordination
Industry / Field(Mandatory):
Consumer Products and Services Food & Beverages
Education level(s):
Bachelor
Languages:
English
Views
Unique views