Today - 06 Nov
Start
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Engineering
Electrical Engineering - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 5 years
- Specialization/Specialty(Mandatory):Engineering
Electrical Engineering - Industry / Field(Mandatory):Construction
Construction - Seniority level: Senior-Level
- Education level(s): Bachelor, College
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
‘’არქი’’-ში ვეძებთ ელექტრო და სუსტი დენების ინჟინერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
ძირითადი ფუნქციები:
- საპროექტო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ელექტრომომარაგებისა და სუსტი დენების საპროექტო ნახაზების, ანგარიშებისა და გამოთვლების განხილვა და შესაბამისობის დადასტურება;
- პროექტების შესაბამისობის უზრუნველყოფა ტექნიკურ დავალებასთან, ადგილობრივ ნორმებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან (მაგ. IEC, IEEE, NFPA 72);
- პროექტირების ეტაპზე რეკომენდაციების შემუშავება ხარჯეფექტური, ენერგოეფექტური და ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტების მისაღებად;
- პროექტში ჩართულ მომიჯნავე დისციპლინებთან (არქიტექტურა, კონსტრუქცია, HVAC, მექანიკური სისტემები) კოორდინაცია, საპროექტო გადაკვეთების აღმოფხვრისა და საინჟინრო კომუნიკაციების სივრცითი ინტეგრაციისთვის;
- პროექტის განხილვის სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური შენიშვნების/კომენტარების მომზადება;
- ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ნახაზების, მასალებისა და აღჭურვილობის დამტკიცების ფორმებისა და შესრულების მეთოდოლოგიის განხილვა და დამტკიცება;
- ობიექტზე სამუშაოების შესრულების ინტენსიური მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისობა დამტკიცებულ ნახაზებთან და დამკვეთის მოთხოვნებთან;
- ელექტრომომარაგების, განათების, სუსტი დენებისა და უსაფრთხოების სისტემების სამონტაჟო სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
- ელექტრული და სუსტი დენების სისტემების გამოცდის, გაშვება-გამართვისა და ტესტირების პროცესის ზედამხედველობა;
- სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება -ელექტროინჟინერიის, ელექტროენერგეტიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- ადგილობრივი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა (მაგ. IEC,IEEE,BS,NFPA 72)
- საპროექტო და საინჟინრო პორგრამების (AutoCAD, Revit MEP) პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
Apply (On another website)
Engineering
Electrical Engineering
Views
Unique views
