Today - 22 Sep
Standard
Human Resources Management Service Specialist
Tbilisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Human resources HR management
  • Industry / Field: Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is desired:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Human resources HR management
  • Industry / Field(Desired):
    Education Higher Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Education level(s): Master, Bachelor, Doctor
  • Languages: Georgian

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ნეუ - ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.

სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: უმაღლესი
  • გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა:
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ადამიანური რესურსების მართვის ცოდნა;
  • საქმისწარმოების ერთიანი წესის ცოდნა.

შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები;
  • საქართველოს შრომის კოდექსი.

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ფუნქციებია:
  • კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დანიშვნის პროცესის ორგანიზება და მართვა ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტების გაფორმება;
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
  • თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება და თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება;
  • თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
  • თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებების, ხელშეკრულებების, მართვის ორგანოების სხდომის ოქმების, სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, რეგისტრაციაში გატარება, დამუშავება, სააღრიცხვო - საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა - დაგზავნა;
  • საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერსონალის და სტუდენტების პირადი საქმეების წარმოება, მათი შენახვა/უნივერსიტეტის არქივის მუშაობის ორგანიზება და უნივერსიტეტში დანერგილი ელექტრონული ბაზის მუდმივი ინფორმაციული განახლება და მონიტორინგი;
  • მონაწილეობა ბიუჯეტის ფორმირებაში.

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი 3/4, CD დისკთან ერთად.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2026 წლის 24 აგვისტოდან 2026 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება მხოლოდ ადგილზე. ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N 46, ოთახი N 12 1100 საათიდან 1600 საათამდე (შესვენების გარეშე).
საკონტაქტო რეკვიზიტები:
ქ. თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 032 218 52 52
vacancy@neu.edu.ge
Human resources
HR management
Views
Unique views