Today - 31 Aug
Standard
Management and Administrative Office Assistant
Tbilisi
Application information
Email: geo.hr.recruiting@procredit-group.com
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Administration / Business Management
Office management, Administrative Assistance - Industry / Field: Finance
Banking - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 1 year
- Minimal educational level: Bachelor, Master, College
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის გუნდს!
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია.
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მენეჯმენტის და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი
ძირითადი მოვალეობები:
- მენეჯმენტის წევრების ყოველდღიური ადმინისტრაციული და საოპერაციო საქმიანობის მხარდაჭერა;
- შეხვედრების დაგეგმვა, საკონფერენციო ოთახების დაჯავშნა და შეხვედრების კოორდინაცია;
- ოფისის ყოველდღიური ოპერაციული პროცესების ორგანიზება და ადმინისტრირება;
- შიდა და გარე კომუნიკაციის ეფექტიანად მართვა;
- ბიზნეს ვიზიტების, მივლინებების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
- სასტუმროების, ავიაბილეთების, ტრანსპორტისა და სამოგზაურო დაზღვევის დაჯავშნის პროცესის კოორდინაცია;
- ვიზებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია;
- სტუმრების, პარტნიორებისა და კონსულტანტების ვიზიტების ორგანიზება;
- შეხვედრების, პრეზენტაციების, საბჭოს სხდომებისა და სხვა კორპორატიული ღონისძიებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- შემოსული კორესპონდენციისა და ელექტრონული ფოსტის კოორდინაცია;
- ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა
- საოფისე რესურსებისა და მარაგების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათი შევსების უზრუნველყოფა;
- კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით მუშაობა;
- მენეჯმენტის მიერ განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ადმინისტრაციულ, საოფისე ან ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა ( მინ B1);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook, PowerPoint)
- დოკუმენტაციისა და საოფისე პროცესების მართვის საბაზისო გამოცდილება
ჩვენი იდეალური კანდიდატი:
- მოტივირებული და პროაქტიული;
- პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული;
- შედეგებსა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული;
- გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარის მქონე;
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — „მენეჯმენტის და ადმინისტრაციული ოფისის ასისტენტი” შემდეგ ელ. ფოსტაზე: geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 31/08/2026
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com
Administration / Business Management
Office management,
Administrative Assistance
Views
Unique views
