Today - 15 Aug
Chemistry teacher
Kutaisi
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Science / Education Chemistry
  • Industry / Field: Education Primary/Secondary Education
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site

Employer requirement:

  • Experience is mandatory:
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Science / Education Chemistry
  • Industry / Field(Mandatory):
    Education Primary/Secondary Education
  • Minimal educational level: Doctor, Master, Bachelor
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს ვაკანსიას ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
„პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ.
„პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: https://progresstbilisi.ge/ka

სკოლა პროგრესი მასწავლებელთა გუნდში ეძებს ქიმიის მასწავლებელს. დატვირთვა კვირაში 12 საათი.

თანამდებობის დასახელება: ქიმიის მასწავლებელი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, დ. აღმაშენებლის N20.
გრაფიკი: არა სრული (12 - საათიანი სამუშაო კვირა)

ფუნქციები და მოვალეობები:
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოსწავლეების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას;
  • მაქსიმლურად ზრუნავს და ორიენტირებულია ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენასა და მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართულობაზე;
  • სწავლების პროცესში ახდენს ინიციატივების მაქსიმალურ გამოვლენას, რათა სწავლების სტანდარტი მუდმივად განვითარდეს;
  • ჩართულია სასწავლო პროცესის დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში;
  • ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესს და მოსწავლის მუშაობას;
  • შესაბამისი საგნის პროგრამის ფარგლებში კვალიფიციურად უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის წარმართვასა და სასკოლო სასწავლო გეგმის მოთხოვნების განხორციელებას ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • წარმოადგენს წლიურ სამუშაო გეგმას, შესაბამისი საგნის სასწავლო პროგრამას/სილაბუსს სასკოლო სასწავლო გეგმის დამტკიცებამდე გონივრულ ვადაში;
  • საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს მოსწავლესთან;
  • იღებს მონაწილეობას მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში, როგორც სკოლის ფარგლებში, ისე მის გარეთ;
  • იცავს აკადემიური კეთილსინდისიერების, პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმებს;
  • იცავს სკოლის შინაგანაწესს და სხვა შიდა სტანდარტითა თუ აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებს;
  • სასწავლო პროცესის განვითარებასთან ერთად, მაქისმლურად ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.
  • საჭირო სასწავლო მასალითა და მეთოდოლოგიური ლიტერატურით მასწავლებელს უზრუნველყოფს სკოლა.

მოთხოვნები:
  • აკადემიურ სფეროში ან კერძოდ მოსწავლესთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის დონეზე ცოდნა (სასურველია B1);
  • ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილება;
  • თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების პრინციპების ცოდნა სწავლების დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
  • სერტიფიცირებული და სქემაში ჩართული კანდიდატები ისარგებლებენ უპირატესობით.

პირობები:
  • საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და სტატუსზე.
  • შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება დამატებითი შესარჩევი ეტაპები:
  • გასაუბრება და საჩვენებელი გაკვეთილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოგზვანეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr.kutaisi@schoolprogress.ge; სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ქიმიის მასწავლებელი.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო.

სკოლა დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.

თქვენი მონაცემები შეინახება და დამუშავდება კონფიდენციალურობის სრული დაცვით!

სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
Science / Education
Chemistry
Views
Unique views