Today - 02 Aug
Standard
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Science / Education
Chemistry, laboratory - Industry / Field: Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is desired: Experience from 1 year
- Specialization/Specialty(Desired):Science / Education
Chemistry, laboratory - Industry / Field(Desired):Education
Primary/Secondary Education - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor, Master, Doctor
- Languages: English
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს.
ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org
ათასწლეულის სკოლა აცხადებს კონკურსს ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე.
ქიმიის მასწავლებლის ძირითადი პასუხისმგებლობები:
- ქმნის უსაფრთხო, ინტერაქტიულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს სწავლისადმი ინტერესისა და დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას;
- გეგმავს და ატარებს ხარისხიან სასწავლო პროცესს ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის საგანმანათლებლო ხედვის შესაბამისად;
- იყენებს თანამედროვე სწავლების მეთოდებს, მრავალფეროვან სასწავლო რესურსებსა და ლაბორატორიულ აქტივობებს, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეთა კვლევითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;
- მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად გეგმავს სასწავლო პროცესს, იყენებს განმავითარებელ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დამატებით მხარდაჭერას;
- აქტიურად თანამშრომლობს საფეხურის კოორდინატორთან, კლასის დამრიგებლებთან, ფსიქოლოგთან და კოლეგებთან, რათა ხელი შეუწყოს თითოეული მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას;
- მონაწილეობს სასწავლო რესურსების შექმნასა და განვითარებაში, იზიარებს პროფესიულ გამოცდილებას და თანამშრომლობს კათედრასთან;
- გეგმავს და მონაწილეობს სკოლის პროექტებში, ლაბორატორიულ, კვლევით და სხვა საგანმანათლებლო აქტივობებში;
- აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და ხელს უწყობს სკოლის ღირებულებებისა და კულტურის განვითარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქიმიის, ქიმიური ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განათლების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- სასურველია ქიმიის სწავლების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების ცოდნა;
- სასურველია ლაბორატორიული საქმიანობის დაგეგმვისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივა და პროფესიული განვითარების სურვილი;
- სასურველია არაფორმალური განათლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნა.
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით.
განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით.
თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში.
სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org.
Science / Education
Chemistry,
laboratory
Views
Unique views
