21 Jul - 19 Aug
IT Senior Support
Tbilisi, Vake, I. Chavchavadze Ave.
Application information

Information about vacant position:

  • Specialization/Specialty: Information technologies IT Support
  • Industry / Field: Software & IT Services Information Technology & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Schedule: Full-time
  • Employment form: Fixed-term contract
  • Work Location: On site
  • Salary:
    Fixed 2000 - 2500

Employer requirement:

  • Experience is mandatory: Experience from 2 years
  • Specialization/Specialty(Mandatory):
    Information technologies IT Support
  • Industry / Field(Mandatory):
    Software & IT Services Information Technology & Services
  • Seniority level: Mid-Level
  • Minimal educational level: Incomplete High School, High School, Bachelor, Master, Doctor, College, Other
  • Languages: English

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

IT Connect აცხადებს ვაკანსიას: უფროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტი (IT Senior Support)

ხელფასი: 2,000-2,500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო გრაფიკი: 5/2 (10:00-19:00)
მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ძირითადი მოვალეობები:
  • ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების კონფიგურაცია, მონიტორინგი და პრობლემების დიაგნოსტირება;
  • საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის, პრინტერებისა და სკანერების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
  • სასტუმროს პროგრამების (Opera, Micros, Simphony, MC) მხარდაჭერა, HRS-თან კომუნიკაცია და ინციდენტების/თიქეტების მართვა;
  • სატელეფონო სადგურებისა და აპარატების კონფიგურაცია, დიაგნოსტირება და პროვაიდერებთან კოორდინაცია;
  • საკონფერენციო ოთახების აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელური მოწყობილობების (როუტერები, სვიჩები, Firewall-ები) კონფიგურაცია და ქსელის ოპტიმიზაცია;
  • მოწყობილობების სისტემაში დამატება, სენსორების კონფიგურაცია და შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება;
  • კლიენტებთან ინტენსიური კომუნიკაცია და პერიოდული პროფილაქტიკური ვიზიტები;
  • Helpdesk სისტემაში ინციდენტების რეგისტრაცია და თიქეთებზე დროული რეაგირება;
  • მონიტორინგის სისტემის მართვა: Dashboard-ების აწყობა და Alert-ების ადმინისტრირება;
  • კრიტიკულ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • IT მხარდაჭერის, სისტემური ადმინისტრირების ან/და ტექნიკური კოორდინაციის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ქსელური და სერვერული პრობლემების დიაგნოსტიკისა და გადაწყვეტის პრაქტიკული გამოცდილება;
  • CCTV სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (კამერები, ჩამწერები, ქსელური ინტეგრაცია);
  • IT ინციდენტების მართვისა და პრობლემების პრიორიტეტიზაციის გამოცდილება;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და პროცესების აღწერის გამოცდილება;
  • სასტუმროს IT სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PMS, POS, Wi-Fi) ჩაითვლება უპირატესობად.

ტექნიკური ცოდნა და კომპეტენციები
  • ქსელური ინფრასტრუქტურის საფუძვლიანი ცოდნა (LAN/WAN, VLAN, DHCP/DNS, Switch/Router);
  • IT უსაფრთხოების საბაზისო პრინციპების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

პიროვნული უნარები
  • პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტის უნარი;
  • მომხმარებელთან/კომპანიის პარტნიორთან პროფესიონალური და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
Information technologies
IT Support
Views
Unique views