Today - 06 Aug
Vip
Information about vacant position:
- Specialization/Specialty: Information technologies
IT Support - Industry / Field: Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Schedule: Full-time
- Employment form: Fixed-term contract
- Work Location: On site
Employer requirement:
- Experience is mandatory: Experience from 3 years
- Specialization/Specialty(Desired):Information technologies
IT Support - Industry / Field(Desired):Construction
Construction - Seniority level: Mid-Level
- Minimal educational level: Bachelor
- Languages: English,Russian
This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)
შპს „Construction Service“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ტექნიკურად ძლიერ კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება IT ინფრასტრუქტურის და ქსელებისა მიმართულებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი .კომპანიის ობიექტები
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
ფუნქცია მოვალეობები:
- კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;
- პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.)ინსტალაცია, IP-ის მინიჭება და გამართვა;
- კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
- გაუმართავი პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა და აღდგენა;
- IT ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია IT მიმართულებით);
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე.
- ოპერაციული სისტემების ცოდნა:MS Windows, MS Windows Server, UNIX-like OS;
- Windows Server და Active Directory-სთან მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება;
- ქსელური პრინციპების და პროტოკოლების ცოდნა:;
- LAN / WAN / WLAN ქსელებთან მუშაობის გამოცდილება;
- Router / Switch / Access Point-ების კონფიგურაცია;
- VPN ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება(IPSec, L2TP, OpenVPN ან ანალოგიური);
- ფაილების გაზიარება, წვდომების მართვა, Backup / Restore პროცესები;
- CCTV სისტემები (კამერები, NVR/DVR, მონტაჟი/დემონტაჟი);
- დაშვების და აღრიცხვის სისტემები (Access Control);
- ქსელური კაბელების გაყვანა (UTP / CAT5e / CAT6);
ძირითადი IT კომპეტენციები:
- სტრატეგიული IT აზროვნება
- ციფრული ეფექტიანობა: ავტომატიზაცია, AI-დამხმარე და თანამედროვე IT ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება;
- პრობლემების პროაქტიული მართვა: ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება და ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV JOBS@cs.ge მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება „IT სპეციალისტი -“ .ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.
თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!
Information technologies
IT Support
Views
Unique views
