Nx

Nx

Nx, ეს არის თავისუფალი პლატფორმა, რომელიც საინტერესო იდეის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხის შესახებ ქართულ საზოგადოებას გააცნოს თავისი არაორდინალური და ინოვაციური წარმოდგენა. პროექტს აგრეთვე გააჩნია სასწავლო, სადებატო და სადისკუსიო მიმართულებები.

აბრევიატურა: NovatorX

სლოგანი: იდეები რომლებიც გვწამს (in ideas we trust)

მისია: დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის გზით თავისუფალი აზრისა და არაფორმალური განათლების განვითარება.

მიზანი: საუკეთესო სახალხო პროექტი, რომელიც სარგებლობს პოპულარობით. წარმოდგენილია საქართველოში საუკეთესო ტელევიზიებზე და აქვს მაღალი რეიტინგი. პროექტში მონაწილეობა უნდა იყოს პრესტიჟი მოაზროვნე ადამიანებისათვის.

მიმართულებები: Nx სპიკერი, Nx დებატები, Nx კონფერენცია, Nx კონგრესი,

Nx აკადემია, Nx სადისკუსიო კლუბი

კონტაქტი: www.nx.ge; https://www.facebook.com/www.nx.ge; contact@nx.ge

Nx სპიკერი

თავისუფალი პლატფომა მოაზროვნე სპიკერებისთვის. “Nx სპიკერი” გულისხმობს: ქარიზმატული ხასიათის, საინტერესო, დამარწმუნებელ, მახვილონივრულ, შემაგულიანებელ, მაინსპირირებელსა და ინფორმაციული სახის პრეზენტაციების ვიდეო ჩაწერას. პრეზენტაციის ფორმატი არის დაახლოებით 15წუთი. “Nx სპიკერის” ტრანსლირება 2014 წლის 5 აგვისტოს მონაცემებით ხდება 4 სატელევიზო არხზე. (მათ შორის 3 რეგიონალურ ტელევიზიაზე.)

Nx დებატები

“Nx დებატები” ეს არის ახალგაზრდული დებატები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ფორმატი - 20 წუთი, დებატების სტილი - BP. დებატებში სულ მონაწილეობს 4 ახალგაზრდა ადამიანი.

Nx კონფერენცია

ყოველწლიური კონფერენცია რომელსაც ესწრება 200-250 ადამიანი. კონფერენციაზე ჯამდება Nx-ის გასული წლის საქმიანობა, ჯილდოვდებიან სპიკერები და მოდებატეები, იმართება პანელური დისკუსია მოწვეულ სტუმრებთან ერთად. Nx კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი იტვირთება ოფიციალურ საიტსა და სოციალურ ქსელებში.

Nx კონგრესი

Nx კონგრესი გულისხმობს 1 დღიან ღონისძიებას, რომელსაც ესწრება 1000-მდე ადამიანი. საუკეთესო, რეიტინგული და წარმოჩენილი Nx სპიკერების მიერ ხდება სპეციალურად კონგრესისათვის 20-30 წუთიანი პრეზენტაციების მომზადება. დამსწრე აუდიტორიას Nx ღონისძიებებისგან გასხვავებით კონგრესზე ეძლევათ სპიკერის პრეზენტიაში ჩართვისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. Nx კონგრესი აგრეთვე გულისხმობს გამომსვლელების შუალედებში სხვადასხვა ცოცხალი მუსიკალური ნომრების შესრულებას. კონგრესის ვიდეო ჩანაწერი თავსდება ოფიციალურ საიტსა და სოციალურ ქსელებში.

Nx აკადემია

“Nx აკადემია” ეს არის საჯარო გამოსვლების, საპარლამენტო და პოლიტიკური დებატების სასწავლო კურსი.

ეგამოსასვლელად, აბიტურიენტმა ან სტუდენტმა საჭიროა გაიაროს მომზადება ფექტური საჯარო გამოსვლებისა და აუდიტორიის წინაშე დამაჯერებლად

საჯარო გამოსვლების 5 ძირითად კატეგორიაში. იმისათვის რომ სტუდენტებმა შესძლონ კურისის სრულყოფილად ათვისება საჭიროა 13 ლექცია, თითოეული 3 საათის ხანგრძლივობის, ან 26 ლექცია, თითო საათნახევრიანი ხანგრძლივობის. ლექციების ჩასატარებლად

პოლიტიკური და საპარლამენტო დებატები

პოლიტიკური დებატების ტექნიკის ასათვისებლად, სტუდენტებს სჭირდებათ 3 თვიანი კურსი, 13 ლექცია, თითოეული მინიმუმ 2 საათის ხანგრძლივობის.

პოლიტიკური დებატების კურსი მოიცავს:

1. დებატებში მონაწილე მხარეების ფუნქციების გაცნობა.

2. სადებატო დროის გადანაწილების შესწავლა.

3. დებატების მონაწილეების უფლებები და მოვალეობები

4. დებატების 3 სახეობის განსაზღვრა.

5. რეზოლუციის განმარტება.

6. რეზოლუციის მიღება და წარდგენა.

7. სადებატო საკითხების დამუშავება.

8. დებატების დაწყება ეფექტური გამოსვლით და მიმართვით.

9. რეზოლუციის გასაჩივრება, შეცვლა, გაკრიტიკება, ან ცვლილებების შეტანა.

10. დებატების ეფექტური დასრულება და მიმართვა.

Nx დისკუსიები

დისკუსიები არა აკადემიურ, თავისუფალ გარემოში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. მოწვეულ სტუმრებთან ერთად დამსწრე საზოგადოება განიხილავს ქვეყნისთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებს. დისკუსიას ყავს 1 მოდერატორი. დისკუსიების ვიდეო ჩანაწერი თავსდება ოფიციალურ საიტსა და სოციალურ ქსელებში.

Nx

Nx, ეს არის თავისუფალი პლატფორმა, რომელიც საინტერესო იდეის მქონე, მოაზროვნე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას ნებისმიერი საკითხის შესახებ ქართულ საზოგადოებას გააცნოს თავისი არაორდინალური და ინოვაციური წარმოდგენა. პროექტს აგრეთვე გააჩნია სასწავლო, სადებატო და სადისკუსიო მიმართულებები.

აბრევიატურა: NovatorX

სლოგანი: იდეები რომლებიც გვწამს (in ideas we trust)

...