კურორტი საირმე

sairme.com.ge/
ვებ გვერდი
sairme.com.ge/

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლების მდიდარი საბადოებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით და ულამაზესი ბუნებით.კურორტზე მოქმედებს 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „საირმე“, რომელიც შესაბამისი კლასიფიკაციით მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს. სასტუმრო 150 ნომრისგან შედგება და გათვლილია 390 დეამსვენებელზე. ნომრები კომფორტული და მყუდროა, აღჭურვილია პლაზმური ტელევიზორით, მინიბარით, სწრაფი ინტერნეტითა და თანამედროვე აქსესუარებით, რაც სასტუმროს ინტერიერს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური ბიუვეტები, სადაც დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს დააგემოვნოს საირმის უნიკალური თვისებების მქონე მინერალური წყალი. სასტუმრო კომპლექს 24 საათის განმავლობაში ემსახურება გამოცდილი მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

კურორტი „საირმე“ World Travel Award-ის გამარჯვებული გახდა და „საქართველოს წამყვანი კურორტი 2020“-ის ჯილდო მოიპოვა. კონკურსის მონაწილედ „საირმე“ შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოარჩიეს: უნიკალური ადგილმდებარეობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ჟანგბადით მდიდარი ჰაერი, 60 ჰექტარი მწვანე საფარი, მომსახურების ხარისხი, დიზაინი, სპორტული აქტივობების ნაირსახეობა და სამკურნალო თვისებების მქონე თერმული წყლების.

12 აპრილს კი ბრიუსელში ESPA-ს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კურორტი ოფიციალურად გახდა ევროპის სპა ასოციაციის წევრი.

ეს წარმატება ჩვენი პროფესიონალი გუნდის დიდი ძალისხმევითა და თითოეულ სტუმარზე გულწრფელი ზრუნვის შედეგად მოვიპოვეთ. ყოველწლიურად „საირმეს“ ათასობით უცხოელი და ადგილობრივი ვიზიტორი სტუმრობს, რომლებიც განსაკუთრებული კმაყოფილებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე ტოვებენ კურორტს, სწორედ მათი მხარდაჭერა გახლდათ ჩვენი გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი.

იცნობდეთ „საირმეს“, უკვე ოფიციალურად საქართველოს წამყვან კურორტსა და ტურიზმის ოსკარის ამაყ მფლობელს!

სამკურნალო კურორტი საირმე მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით ზღვის დონიდან 950 მ-ზე. ეს ადგილი გამოირჩევა უნიკალური მდებარეობით, სამკურნალო, მინერალური და თერმული წყლების მდიდარი საბადოებით, ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეებით და ულამაზესი ბუნებით.კურორტზე მოქმედებს 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო „საირმე“, რომელიც შესაბამისი კლასიფიკაციით მსოფლიო სტანდარტებს პასუხობს. სასტუმრო 150 ნომრისგან შედგება და გათვლილია 390 დეამსვენებელზე. ნომრები კომფორტული და მყუდროა, აღჭუ...