DLG&Case

იურიდიული კომპანია "DLG & Case"-ის დამფუძნებლები არიან: ლევან მახარაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი, გიორგი ამირანაშვილი.

კომპანია „DLG & Case“ გთავაზობთ სრულ იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო, სისხლის, საერთაშორისო და ადმინისტრაციული სამართლის დარგებში. კომპანია დაგეხმარებათ საკორპორაციო, სახელშეკრულებო, საგადასახადო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში, ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში. კომპანიის თანამშრომლების გამოცდილება და ცოდნა ემსახურება კლიენტების რთული და მნიშნელოვანი პრობლემების გადაჭრას. იმ რწმენით, რომ პასუხისმგებლობა, მომსახურების მაღალი ხარისხი და კლიენტის პრობლემის გაზიარება არის წარმატების საწინდარი, როგორც ჩვენთვის ასევე კლიენტებისათვის, ჩვენი მიზანი არის ჩვენს კლიენტებთან გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო და ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

ლევან მახარაშვილი

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტი, არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი. ბატონი ლევანი არის ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი და თ.ს.უ.-ს მოწვეული პედაგოგი. კითხულობს ლექციებს კონსტიტუციური სამართლის და ადამიანის უფლებების დარგში.

პროფესიული კარიერა დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციებში საქმიანობით, შემდგომ წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი.

ბატონი ლევანი არის არაერთი სამეცნიერო სტატიის და კვლევის ავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო კონფერენციასა და სემინარში.

დიმიტრი საძაგლიშვილი

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტი, არის ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრი და დოქტორანტი. ბატონ დიმიტრის გავლილი აქვს Senior executive Fellows პროგრამა Harvard-ის უნივერსიტეტში და Transformation lawyers პროგრამა Hertie School of Governance-ში. ბატონი დიმიტრი არის თ.ს.უ.-ს ასისტენტ პროფესორი. კითხულობს ლექციებს საკორპორაციო სამართალში.

ბატონი დიმიტრი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის იურიდიული სამმართველოს უფროსი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის სამმართველოს უფროსი.

ბატონ დიმიტრის გააჩნია უდიდესი გამოცდილება როგორც საკორპორაციო სამართლში, ასევე კანონშემოქმედებით საქმიანობაში.

გიორგი ამირანაშვილი

დაამთავრა ივ. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტი და თბილისის საბანკო საფინანსო უნივერსიტეტი. არის სამართლის და ფინანსების სპეციალისტი.

წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებში, ასევე სახელმიწფო აუდიტის სამსახურში. ბატონ გიორგის გააჩნია მრავალფეროვანი იურიდიული გამოცდილება სამართლებრივი მომსახურების, საგადასახადო დავების და ფინანსურ საქმიანობის სფეროში.

იურიდიული კომპანია "DLG & Case"-ის დამფუძნებლები არიან: ლევან მახარაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი, გიორგი ამირანაშვილი.