ფონდი გეოედუკონსალტინგი

ფონდი "გეოედუკონსალტინგი" არასამეწარმეო საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის სერვისების და მხარდაჭერის მთავარ მიზანს საგანმანათლებლო ინდუსტრიის დაწესებულებების ორგანიზაციული განვითარება და წარმატება წარმოადგენს. გეოედუკონსალტინგში გაერთიანებულია მისი კონსულტანტების 30 წლიანი საერთო გამოცდილება სამეწარმეო პროექტების განვითარებაში, ბიზნესის განვითარებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვასა და მომსახურების გაუმჯობესებაში. გეოედუკონსალტინგი 2009 წელს დაარსდა ახალგაზრდა, გამოცდილი და ენერგიული პროფესიონალების მიერ, რომელთა მიზანია გაუწიოს ხარისხიანი, სანდო და ეფექტური საკონსულტაციო და სატრენინგო მომსახურება და მხარდაჭერა მის პარტნიორებს. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მდგომარეობს შემდეგში: ტრენინგებსა და საგანმანათლებლო მენეჯმენტთან დაკავშირებული პროექტების კონსულტაცია და გარე მომსახურება (აუთსორსინგი); პროექტის მენეჯმენტის უზრუნველყოფის თვალსაზრისით იმ კომპანიებისათვის მხარდაჭერის გაწევა, რომელთა პროდუქტსაც მომსახურება წარმოადგენს; პროცესის მსვლელობისა და ძირითადი ოპერაციების წარმართვა და გაუმჯობესება; მომსახურების ხარისხისა და მისი კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და აუთსორსინგი; მართვის საინფორმაციო სისტემებისა და სხვადასხვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განხორციელება; ფინანსური მენეჯმენტისა და ბიუჯეტირების პროცესების წარმართვა; საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის განვითარება და მოდიფიცირება; კორპორატიული ტრეინინგებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზება/შექმნა.

ფონდი "გეოედუკონსალტინგი" არასამეწარმეო საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის სერვისების და მხარდაჭერის მთავარ მიზანს საგანმანათლებლო ინდუსტრიის დაწესებულებების ორგანიზაციული განვითარება და წარმატება წარმოადგენს. გეოედუკონსალტინგში გაერთიანებულია მისი კონსულტანტების 30 წლიანი საერთო გამოცდილება სამეწარმეო პროექტების განვითარებაში, ბიზნესის განვითარებაში, საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვასა და მომსახურების გაუმჯობესებაში. გეოედუკონსალტინგი 2009 წელს დაარსდა ახალგაზრდა, გამოცდილი და ენ...