განცხადების სრული ტექსტი

„ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ბიუჯეტირების და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი;
  • ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან;
  • პარტნიორი კომპანიებიდან ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება;
  • ანგარიშგებისთვის საჭირო ახალი ფორმების/მოდელების დანერგვა;
  • ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში არსებული მიმდინარე პროექტების მონიტორინგი;
  • ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი;
  • სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება;
  • უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების ან რეპორტინგის სფეროში;
  • Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

სასურველი პიროვნული მახასიათებლები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;
ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-CCWXHQ

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები ბიუჯეტირება და პროგნოზირება,ფინანსური ანალიზი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები ფინანსური მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები):
ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები,კორპორატიული მობილური პაკეტი

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 3 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ბუღალტერია / ფინანსები ბიუჯეტირება და პროგნოზირება,ფინანსური ანალიზი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები ფინანსური მომსახურება
გამოცდილების დონე / რგოლი:
უფროსი რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული,ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები