განცხადების სრული ტექსტი

სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი განვითარებისა და მოდერნიზაციის სტრატეგიის ფარგლებში აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები
  • შიდა აუდიტის წლიური/კვარტალური გეგმის შემუშავება და განხორციელება;
  • ფინანსური კონტროლის მექანიზმების, ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
  • სადაზღვევო საქმიანობის აუდიტი, მათ შორის: ანდერაიტინგის, სადაზღვევო ზარალების მართვის და გადაზღვევის პროცესების შემოწმება;
  • საოპერაციო პროცესების შემოწმება, რისკების შეფასება;
  • კორპორაციული მართვის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების შეფასება;
  • IT კონტროლის მექანიზმების, მონაცემთა სიზუსტისა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რისკების შეფასება;
  • დამოუკიდებელი რეკომენდაციების შემუშავება შიდა პროცესებისა და საოპერაციო ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
  • გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
  • აუდიტის წლიური/კვარტალური ანგარიშების მომზადება და შედეგების უშუალოდ აუდიტის კომიტეტისთვის / სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • შიდა და/ან გარე აუდიტის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება;
  • ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • სადაზღვევო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ფინანსური კონტროლის მექანიზმების, რისკების მართვისა და კორპორაციული მართვის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სადაზღვევო რეგულაციებისა და შესაბამისი ბუღალტრული სტანდარტების ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) და აუდიტის შესაბამისი სტანდარტების ცოდნა;
  • ანალიტიკური და კომუნიკაციისა უნარები;
  • პროფესიული კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენის კარგი ცოდნა.

სასურველი კვალიფიკაცია
  • პროფესიული სერტიფიკატები: CIA, ACCA, CPA ან CISA;
  • სადაზღვევო ინდუსტრიაში ან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • სადაზღვევო სფეროს აუდიტის და IT სისტემების აუდიტის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ
  • მაღალი პასუხისმგებლობის მქონე წამყვან პოზიციას და უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას სამეთვალყურეო საბჭოსთან;
  • შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ მოქმედი სადაზღვევო კომპანიის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში;
  • პროფესიული დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს;
  • სტრატეგიულ პროექტებში ჩართულობას, მათ შორის ციფრული ტრანსფორმაციისა და საოპერაციო პროცესების მოდერნიზაციის მიმართულებით;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
  • დაინტერესების შემთხვევაში

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ: „შიდა აუდიტორი – სადაზღვევო კომპანია“.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებულება: აუდიტის კომიტეტი / სამეთვალყურეო საბჭო

კომპანია ეძებს, დამოუკიდებელ, ანალიტიკური აზროვნების მქონე და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და რისკების ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფაში.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://prime.selfrecruit.ge/s/FuBLE

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ბუღალტერია / ფინანსები შიდა აუდიტი
ინდუსტრია / სფერო:
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
1-დან 3 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
ბუღალტერია / ფინანსები შიდა აუდიტი
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
ფინანსები დაზღვევა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
ენები:
ქართული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები