განცხადების სრული ტექსტი

ვიკონ გრუპი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საქმეთა მწარმოებელი / Site manager

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

VIKON Group- ი საქართველოში წამყვანი საინჟინრო, სამშენებლო და საპროექტო კომპანიაა, რომელიც საქმიანობს საინჟინრო ქსელებისა და სისტემების პროექტირების, ტექნიკური კონსულტაციისა და სამშენებლო სამუშაოების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამშენებლო პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და მონიტორინგი;
  • სამშენებლო ნორმებისა და რეგულაციების ცოდნა;
  • ფორმა №2-თან მუშაობის გამოცდილება;
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და ვადების კონტროლი;
  • ობიექტებზე საჭიროების შემთხვევაში მივლინებები შესრულებული სამუშაოების შესამოწმებლად და შემდგომი პროცესების დასაგეგმად;
  • ობიექტებზე არსებული მასალებისა და ინვენტარის მარაგების მართვა;
  • პროექტის განხორციელების პროცესში მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებთან (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, ინჟინერი და სხვ.) ტექნიკური საკითხების შეთანხმება;
  • ქვეკონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა პარტნიორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროექტების შესახებ ტექნიკური დოკუმენტაციის მართვა;
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე ანგარიშებისა და რეკომენდაციების წარდგენა მენეჯმენტისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება (არქიტექტურაში, სამშენებლო ინჟინერია, ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება-არანაკლებ 2 წელი;
  • შესრულებული სამუშაოებისა და ფარული სამუშაოების აქტების, ასევე სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება;
  • სამშენებლო ობიექტების მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა; AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი (AutoCAD)
  • ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული უნარები:
  • ძლიერი ორგანიზაციული და ანალიტიკური უნარები
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@vikon.ge - სათაურის ველში, გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა,სამშენებლო სამუშაოებიადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
მივლინებები:
კი(ქვეყანაში)
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
გამოცდილება 2 წლიდან
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
სამშენებლო ტექნიკური ზედამხედველობა,სამშენებლო სამუშაოებიადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ტექნიკური პროცესების მართვა
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ინგლისური,რუსული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები