განცხადების სრული ტექსტი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსადგომის ოპერატორის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს!

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰიპერმარკეტის ავტოსადგომზე შემოსული და გასული ავტომობილების მონიტორინგი;
  • მომხმარებლებისთვის პარკინგთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლების დახმარება პარკინგის საფასურის გადახდის პროცესში;
  • პარკინგთან დაკავშირებული პრობლემებისა და ინციდენტების შესახებ შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 24-საათიანი მორიგეობა, ყოველ მესამე დღეს.
  • ანაზღაურება: საათობრივი, მინ. 1000 ლარი + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: დიდი დიღომი;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/AuDtwT3b

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი ავტოპარკის მოვლა
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სმენური გრაფიკი – შერეული ცვლები
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 1000 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
სხვა, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი, მაგისტრი, ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები