18 ნოე - 17 დეკ

სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერი

ახალციხის მუნიციპალიტეტი, ახალციხე
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:HR@araligroup.ge

განცხადების სრული ტექსტი

სამშენებლო-საგზაო კომპანია შპს "არალი" აცხადებს ვაკანსიას სპეცტექნიკისა და ტრანსპორტის ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილი და დაქირავებული სპეცტექნიკის (ექსკავატორები, ბულდოზერები, გრეიდერები, სატკეპნები, თვითმცლელები და სხვ.) ობიექტებზე დროული მისვლისა და გამოსვლის (გრაფიკის) მკაცრი კონტროლი;
  • სპეცტექნიკის ობიექტებს შორის გადაადგილების (ტრალით გადაზიდვის) ოპერატიული დაგეგმვა და კოორდინაცია
  • ტექნიკის ყოველდღიური განაწილება სამუშაოთა მწარმოებლების („ზედამხედველის“) მოთხოვნების შესაბამისად
  • GPS მონიტორინგის სისტემით ტექნიკის გადაადგილების, მუშაობის საათებისა და გაჩერებების კონტროლი
  • მძღოლების შესრულებული სამუშაო საათებისა და რეისების ზუსტი აღრიცხვა
  • საწვავის ხარჯვის მონიტორინგი და შეუსაბამობების გამოვლენა
  • ტექნიკის გაუმართაობის შემთხვევაში მექანიკოსებთან და შესაბამის ჯგუფთან ოპერატიული კომუნიკაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • GPS მონიტორინგის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel) კარგად ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ და სწრაფად ცვალებად გარემოში ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@araligroup.ge.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
ლოგისტიკა / ტრანსპორტი დატვირთვის ოპტიმიზაცია,ავტოპარკის მოვლა
ინდუსტრია / სფერო:
მშენებლობა მშენებლობა
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სასურველია გამოცდილება:
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი
ენები:
ქართული,რუსული,ინგლისური
ნახვები
უნიკალური ნახვები