განცხადების სრული ტექსტი

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge

კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს

ფუნქცია მოვალეობები:
  • სავაჭრო დარბაზში იმპორტირებული პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი;
  • პერიოდულად, პროგრამული ვადების მიხედვით პროდუქციის ვარგისიანობის მონიტორინგი;
  • პროდუქციის მოწესრიგებულობის კონტროლი (ფასმაჩვენებლები, განლაგება, სისუფთავე);
  • პროდუქციის გადალაგება მერჩენდაიზინგის პრინციპების თანახმად (უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობით);

ძირითადი მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:
  • გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში, 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე;
  • ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1100 ლარიდან + ეფექტური საბონუსე სისტემა;
  • ლოკაცია: დიდი დიღომი;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
  • Fitpass ბარათს.

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: +995 595 22 71 84

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/KO0wxBX

გისურვებთ წარმატებას!

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი
ინდუსტრია / სფერო:
საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა,სუპერმარკეტები
გამოცდილების დონე / რგოლი:
დამწყები რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება, ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები