სტანდარტი 18 ნოე - 27 ნოე

 მერჩენდაიზერი

თბილისი, ვარკეთილი
სტანდარტი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა:kh.matsiashvili@gud.ge

განცხადების სრული ტექსტი

შპს „გუდ კომპანი“ , ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებების ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი.
სრული განაკვეთი: კვირში 6 დღე - 7 საათიანი გრაფიკი.
განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით.

კომპანია სთავაზობს კანდიდატს შემდეგ პირობებს:
ანაზღაურება: 800 – 1200 ლარი (მზარდი პერსპექტივით).
სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

მოვალეობები:
  • მოახდინოს სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის სწორად განლაგების, სავაჭრო დახლის გაფორმების კონტროლი.
  • აკონტროლოს თაროზე არსებული პროდუქციის ვადა.
  • მოახდინოს სწრაფი რეაგირება პრობლემურ სიტუაციაში და შექმნილი პრობლემის შესახებ აცნობოს შესაბამის პირებს.
  • სავაჭრო ობიექტებზე განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით უზრუნველყოფა.
  • ყოველდღიურად მოახდინოს კომუნიკაცია სავაჭრო წარმომადგენელთან და ხელმღვანელთან.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kh.matsiashvili@gud.ge. შენიშვნა: სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია.

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მერჩენდაიზინგი
ინდუსტრია / სფერო:
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 800 - 1200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

სამუშაო გამოცდილება:
გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
განათლების დონე(ები):
საშუალო განათლება
ენები:
ქართული
ნახვები
უნიკალური ნახვები