სტანდარტი 10 ნოე - 09 დეკ

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი
საქართველოს მასშტაბით
სტანდარტი

განცხადების სრული ტექსტი

კომპანიის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ (შპს „ვასაძის პური“) ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანია აწარმოებს ფხვიერ და შოკოლადიან საკონდიტრო ნაწარმს და საქართველოს მასშტაბით 9 000-მდე სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი.
კომპანიის პრიორიტეტებია მაღალი ხარისხი, მომხმარებელზე ორიენტაცია, მუდმივი განვითარება და გუნდური მუშაობა. პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის კონტროლი უზრუნველყოფილია ISO 22000 საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.

პოზიციის შესახებ
საკონდიტრო კომპანია „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი.

სამუშაო პირობები
სამუშაო ადგილი: თბილისი და რეგიონები;
ოფისის მისამართი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის I შესახვევი, N6;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი
ანაზღაურება: 2 000–2 500 ლარი ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვების გეგმის შესრულების მიხედვით.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები
  • HoReCa და კორპორატიული მიმართულებების განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების იდენტიფიცირება და ახალი ბიზნესშესაძლებლობების შეფასება;
  • ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებების მომზადება, მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორებთან თანამშრომლობის პირობების შეთანხმება;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება, შესრულების პროცესის მართვა და დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა;
  • ახალი პროდუქტების დანერგვისა და HoReCa სექტორში მათი ეფექტური პოზიციონირების პროცესში მონაწილეობა;
  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი და გადახდების დროული შესრულების მონიტორინგი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და მენეჯმენტისთვის პერიოდული წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, HoReCa მიმართულების გუნდის ფორმირებაში, თანამშრომელთა გადამზადებასა და ყოველდღიური საქმიანობის მართვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3–5-წლიანი გამოცდილება;
  • HoReCa და FMCG სექტორებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • გაყიდვების დაგეგმვისა და ბიზნესის განვითარების გამოცდილება;
  • MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • კომერციული მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

საჭირო კომპეტენციები
  • გაყიდვების პროცესების დაგეგმვისა და მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • პრეზენტაციისა და დარწმუნების უნარი;
  • კომერციული და ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ
  • ფიქსირებულ ანაზღაურებასა და ყოველთვიურ ბონუსს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • FitPass-ის ბარათს;
  • მხარდამჭერ სამუშაო გარემოსა და განვითარების შესაძლებლობას.

მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენს გუნდს შემოუერთდება აქტიური, ინიციატივიანი და ბიზნესის განვითარების გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელიც შეძლებს კორპორატიული გაყიდვებისა და HoReCa მიმართულებების გაძლიერებას და კომპანიის კომერციული შედეგების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ვასაძის პურის“ მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/0J9vOAO

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

სპეციალობა / სპეციალიზაცია:
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო:
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განაკვეთი:
სრული განაკვეთი
დასაქმების ფორმა:
ვადიანი კონტრაქტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა:
ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
ანაზღაურება:
ფიქსირებული 2000 - 2500 (+ ბონუსი)

დამსაქმებლის მოთხოვნები:

გამოცდილება აუცილებელია:
3-დან 5 წლამდე
სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
გაყიდვები B2B /კორპორატიული გაყიდვები
ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
გამოცდილების დონე / რგოლი:
საშუალო რგოლი
განათლების დონე(ები):
ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
ენები:
ქართული
მართვის მოწმობა:
B კატეგორია
ნახვები
უნიკალური ნახვები